გულო, ხანდახან გაჩერდი, ნუ იღებ შენს თავზე ყველაფერს, მერე ვეღარაფრით გაწყნარებ, მერე ვეღარ გშველი ვერაფერს. აცალე, გონებამ ალაგოს აბურდულ - დაბურდული ძაფები, ერთხელაც ვეღარ მოხვალ, იცოდე, ფიქრის ლაბირინთს რომ გაჰყვები.
საკუთარ თავს რომ შეხვედროდი, წლების წინანდელს, რას ეტყოდი? - არ ვიცი, თვალებს დავხრიდი, მაპატიე-მეთქი ვეტყოდი და გულში ჩავიხუტებდი. მერე სადმე დავპატიჟებდი და დიდ ხანს დაველაპარაკებოდი. ვეტყოდი,