უფრო როგორ დაგიბედო?
უფრო როგორ დაგიბედო?

უფრო როგორ დაგიბედო? თვითონ ბედად მყავხარ,
ამ ურწმუნო სამყაროში მარტო შენ რომ მწამხარ.

უფრო როგორ შეგეჩვიო? უკვე ჩვევად მყავხარ,
რადგან ყველა საქციელში, მოქმედებით ვგავართ.

უფრო როგორ შეგიყვარო? გულის ნაცვლად მყავხარ,
და მომაკვდავს ვემსგავსები, წამითაც რომ წახვალ.

უფრო როგორ დაგაჯერო? რომ სიცოცხლედ მყავხარ,
რადგან ირგვლივ ჩემს ცხოვრებას მარტო შენით ვმართავ.

უფრო როგორ გამოვხატო? ყველა გრძნობით მყავხარ,
და ამდენი ემოციით არსად უყვართ, არსად!

უფრო როგორ დაგებედო? შენი ჩრდილის მსგავსად,
რადგან ისე ახლოს გყავდე, როგორც მე შენ მყავხარ.
ლექსები g785904 11 0 05 თებ 2023, 2:00 AM
კომენტარები ჯერ არ არის, შეგიძლიათ გახდეთ პირველი!
კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო. კომენტარები მოწმდება!
Love » ლექსები » უფრო როგორ დაგიბედო?

Old login form