მარტოობაც მიყვარს
მარტოობაც მიყვარს

წვიმა მიყვარს, წვიმაში მარტო სეირნობა.
მარტოობაც მიყვარს, უკეთესად ვგრძნობ თავს..
.მაგრამ ვერასოდეს ვრჩები მარტო.
წვიმის თითოეული წვეთი მეჩურჩულება,
ამბებს მიყვება: სიყვარულზე,ბედნიერებაზე…
მერე მეხუტებიან და ჩემს სხეულს ესვენებიან…
მათთან ლაპარაკი მიყვარს, ალბათ იმიტომ,
რომ ისინიც ჩემნაირი მარტოხელები არიან…
ცარიელ ქუჩებში სეირნობა მიყვარს და შორს,
მოღრუბლულ ცაში ყურება, თითქოს ვიღაცას ვეძებ,
მაგრამ ვერ ვპოულობ…სევდიანი თვალებიდან
წამომსკდარი ცრემლები კი პატარა ნაკადულებს უერთდება,
ლოყებზე რომ მოდიან
ჩანაწერები g785904 3 0 04 თებ 2023, 7:00 PM
კომენტარები ჯერ არ არის, შეგიძლიათ გახდეთ პირველი!
კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო. კომენტარები მოწმდება!
Love » ჩანაწერები » მარტოობაც მიყვარს

Old login form