გულო
გულო, ხანდახან გაჩერდი, ნუ იღებ შენს თავზე ყველაფერს,
მერე ვეღარაფრით გაწყნარებ, მერე ვეღარ გშველი ვერაფერს.
აცალე, გონებამ ალაგოს აბურდულ - დაბურდული ძაფები,
ერთხელაც ვეღარ მოხვალ, იცოდე, ფიქრის ლაბირინთს რომ გაჰყვები.
ბზარებად გაჩნდება უთქმელი, შენი მოქსოვილი ტკივილი,
ყელში მეჩხირები ბურთივით და მერე იღვრები ტირილით.
რა გინდა?! ნუ გამრევ ქაოსში, აცადე, სიმშვიდე მოვიდეს,
თავი შენს ზევით რად არის?! რომ მუდამ გონება გჯობნიდეს.
ხან ისე ხმამაღლა ღრიალებ, შენი შეძახილი მთებს წვდება,
ხან ისე ჩუმი ხარ ტიალო, მგონია, სამყარო ჩერდება.
ხანდახან მე თვითონ მაოცებ, არ ემორჩილები არავის,
ვინ მორბის ასეთი ხმაურით, რომელი თერგი და არაგვი?!
ვიცი, სულ ტყუილად გარიგებ, ანდა რად მჭირდები მასეთი,
მიდი და იფართხალე, იფიქრე, სადამდეც გაუძლებ, გაძელი.....
მიდი და დაიღვარე ცრემლებად, ნაგროვებს გაუღე კარები,
გასკდი.......!!! თუ გასკდომა გიშველის, არ გრჩება არავის ვალები.
ასეთი მიყვარხარ რომ მყავხარ, ყველაფრის გამგები დამტევი,
ხანდახან ისეთი ჩუმი და ხანდახან ისეთი შემტევი......
ასე გვიცხოვრია მე და შენ, ჭკუასთან როლები გავცვალეთ,
ამ ქარტეხილსაც გავუძლოთ, გულო, ცოტა ხანსაც მაცალე.

კომენტარები :
კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო. კომენტარები მოწმდება!