ისტორია, რომლის ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ
ისტორია, რომლის ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ

ისტორია, რომლის ავტორიც უცნობია,
ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ. ისტორია,
რომელიც გასწავლით, რომ სიტყვას უდიდესი ძალა აქვს.
---------------------------------------

„მახსოვს, როდესაც 8 წლის ვიყავი, დედას უყვარდა
საღამოს ჩვენთვის კერძების მომზადება.
თუმცა ყველაზე მეტად, ერთი ვახშამი მახსოვს.
ერთხელ, დამღლელი დღის შემდეგ, როდესაც
მამა ძალიან დაღლილი მოვიდა სახლში,
ვახშმად ბოსტნეული და კარაქიანი ტოსტები გვქონდა.
როდესაც დედამ ვახშამი მოამზადა, შევამჩნიე რომ
ტოსტის გაკეთებისას პური დაეწვა, თუმცა გავჩუმდი
და მამის რეაქციას დაველოდე, რამაც გამაქვავა.
ველოდი, რომ მამა შეამჩნევდა დამწვარ ტოსტს და
რაიმეს იტყოდა. მაგრამ მან უსიტყვოდ მიირთვა
თითქმის დანახშირებული ტოსტი და თან მე მკითხა,
როგორ ჩაიარა დღემ და შევასრულე თუ არა
საშინაო დავალება. არ მახსოვს, რა ვუპასუხე,
მაგრამ მახსოვს, შემდეგი დიალოგი, რომელიც
არასოდეს დამავიწყდება. როდესაც დედამ
დამწვარი ტოსტი შენიშნა და მამას მოუბოდიშა,
მან ჩვეული სიმშიდით უპასუხა: "ძვირფასო,
რას ამბობ?! ზუსტად ასეთი ტოსტები მიყვარს".

მოგვიანებით, როდესაც მამა ჩემს ოთახში შემოვიდა,
რათა ძილის წინ ეკოცნა, ვკითხე - მართლა უყვარდა
თუ არა დამწვარი ტოსტები. ის ჩამეხუტა და მითხრა:
„დედას რთული სამუშაო დღე ჰქონდა და დაიღალა.
გარდა ამისა, დამწვარი ტოსტი არავის ავნებს,
მაგრამ მწარედ ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება
გული გატკინოს. იცი, შვილო, ცხოვრებაში ყველაფერი
ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა...
ჩვენ არ ვართ იდეალურები, ჩვენ ადამიანები ვართ.

აი, მაგალითად მე. ხშირად მავიწყდება
ღირშესანიშნავი თარიღები, ჩვენი ქორწინების
დღეც კი არ მახსოვს. მაგრამ ამდენი წლის
განმავლობაში ერთ რამეს მივხვდი - ჩვენ სხვა
ადამიანის ნაკლოვანებების მიღებას უნდა შევეჩვიოთ
და სიყვარულით გადავფაროთ მათი შეცდომები
ვინაიდან ყოველდხიურ ცხოვრებაში თითოეულ
ჩვენგანს ბევრი გვეშლება სხადასხვა საკითხებში ,
კიდეც. მე ვფიქრობ, ეს პატარა საიდუმლო გეხმარება
შეინარჩუნო ხანგრძლივი და გულწრფელი ურთიერთობა.
ცხოვრება ძალზედ ხანმოკლეა იმისთვის,
რომ სინანულით იღვიძებდე. გიყვარდეს ადამიანები,
რომლებიც გულს გიხარებენ და შენთვის სიკეთე უნდათ.
და ნუ დაგავიწყდება, ნუ გაბრაზდები მათზე,
ვინც ეს ყველაფერი ჯერაც არ იცის.“ ნაკლების ნახვა
ისტორიები g785904 10 0 05 თებ 2023, 2:16 AM
კომენტარები ჯერ არ არის, შეგიძლიათ გახდეთ პირველი!
კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო. კომენტარები მოწმდება!
Love » ისტორიები » ისტორია, რომლის ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ

Old login form