14 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს წინადაცვეთას აღნიშნავს
14 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს წინადაცვეთას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკაშირებით, მოქმედ ტაძრებში ღვთისმსახურება შესრულდა.
შობიდან მერვე დღეს, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, ძველი აღთქმის რჯულის თანახმად, მიიღო წინადაცვეთა, რომელიც დადგენილი იყო ყველა მამრობითი სქესის ჩვილისთვის, როგორც ღმერთის აღთქმის ნიშანი წინაპარ აბრაამთან და მის შთამომავლებთან. (დაბ. 17:10—14; ლვ. 12:3).
ამ წესის შესრულებისას, ღვთაებრივ ჩვილს მიენიჭა სახელი იესო, რომელიც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობლის ჯერ კიდევ ხარების დღეს აუწყა (ლკ. 1, 31-33; 2, 21).
უფალმა მიიღო წინადაცვეთა, რითაც დაემორჩილა რჯულს, რომელიც სიმბოლურად განასახიერებს თავმდაბლობას და ეკლესიის კანონებისა და ქრისტიანული მცნებების დაცვის აუცილებლობას.
მისი სხვა მნიშვნელობა არის ცოდვილი ვნებების „წინადაცვეთა“.
ტროპარი: რომელი საყდართა ზედა ცეცხლის ფერთა, მაღალთა შინა მჯდომარე იყავ თანა დაუსაბამოსა მამისა და სულისა წმიდისა, სათნო იყავ შობად ქუეყანასა ზედა ქალწულისა უქორწინებელისა დედისა შენისაგან იესუ, ამისთვისცა მერვესა დღესა წინა-დაცვეთა თავს იდევ ვითარცა კაცმან. დიდება სახიერსა განზრახვასა შენსა, დიდება განგებულებასა შენსა, დიდება გარდამოსლვასა შენსა, მხოლოო კაცთმოყვარე.
კონდაკი: უფალი ყოველთა და მეუფე წინა-დაცვეთასა თავს იდებს, და კაცთა ცთომასა ვითარცა სახიერი განკვეთს, და მისცემს მაცხოვარებასა დღეს სოფელსა, ხოლო იხარებს მაღალთა შინა, მაღლისა მღუდელ-მთავარი და ნათლით შემოსილი, საღმრთო მესაიდუმლე ქრისტესი ბასილი.

კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო. კომენტარები მოწმდება!