დედაჩემს დახეთქილი ხელისგულები აქვს
დედაჩემს დახეთქილი ხელისგულები აქვს.
როცა ბავშვობაში ბატონები მიბრძანდებოდა
დედაჩემი თავის "უხეშ" ხელებს ზურგზე მისვამდა,
რომ არ შევწუხებულიყავი. მე ვეუბნებოდი,
"რა კარგია, რომ ასეთი ხელები გაქვს, დედა",
მაშინ ვერ ვხვდებოდი რატომ ჰქონდა ასეთი
ხელები და რატომ ჩუმდებოდა ჩემს შეძახილებზე.
დედაჩემი შუაღამისას იღვიძებდა , სიცივეში წამოჯდებოდა
საწოლზე და ჭრელ წინდას ქსოვდა. მე მეგონა,
რომ ქსოვა მოსწონდა , მაგრამ ვერ ვხედავდი ცარიელ
საწოლს ჩემს გვერდით.. მამაჩემის ცარიელ საწოლს.
ვერ ვხვდებოდი რაზე დარდობდა დედა. ცალი თვალით
გავხედავდი და ვეუბნებოდი: „დე, დილამდე ხომ მორჩები?“
კიო, მპასუხობდა და ათენებდა ღამეებს. დედაჩემი
თავის ტანსაცმელს ჭრიდა და მე მიკერავდა ახალს.
როცა ვეკითხებოდი რატომ არ ყიდულობდა ახალს
თავისთვის ამბობდა რომ ჯერ საკმარისად ჰქონდა ძველიც.
დედაჩემი უეცრად შეცბუნდებოდა ხოლმე, როცა
ქუჩაში ნაყინის მანქანა ჩამოდიოდა და ჩვენ მისკენ გავრბოდით.
ამბობდა, რომ გოგლი- მოგლი უფრო სასარგებლოა
ჩვენთვის და ვერ ვხვებოდი, რომ დედაჩემი სირცხვილით
იწვოდა ჩვენ წინაშე მდგომი, როცა მისი საყიდელი
ფული არ ქონდა, ჩვენ კი ამას ვერ ვხვდებოდით.
დედაჩემს ახლა დასცინიან, როცა ძილმორეულს და
გადაღლილს ჩასთვლემს ხოლმე სადმე ჩამომჯდარს.
მე გული მტკივა ... მე მახსოვს როდის გაჩნდა მის სახეზე ნაოჭები.
მე მახსოვს რატომ გაჩნდა ისინი. ზამთარში, სკოლაში
წასვლისას დილით ფეხის აჩქარებული ნაბიჯები
რომ მომესმებოდა, ვიცოდი რომ თოვლი მოვიდა.
ჩქარა მივვარდებოდი ფანჯარას და ვხედავდი სისპეტაკეში
გახვეულ ჩემს ეზოს. სპეტაკი იყო თოვლი, როგორც
დედაჩემის გულია სპეტაკი. დედაჩემს ახლა ბევრი
ჭაღარა აქვს თმაში და წლებია სარკეში მომზირალს
საკუთარ ანარეკლში ქალი არ დაუნახავს. ის დედას ხედავს,
თავისი შვილების დედას, რომელსაც საკუთარი დედა
წლებია არ უნახავს. დედაჩემი ხანდახან ჩაფიქრებული,
სევდიანი გაჰყურებს ცას, შემოდგომის პირას, როცა
სოფლის ორღობეებში აქა- იქ კოცონები ანთია და
ნაომარივით მშვიდია არე- მარე. დედაჩემს ხაოიანი
ხელები აქვს, ამ ხელებმა ჩვენ , მე და ჩემი ძმა
ადამიანებად გვაქცია. დედაჩემი საუკეთესოა მთელს
მსოფლიოში, ისე როგორც ნებისმიერი სხვა
ბავშვისთვის თავისი დედაა მსოფლიოში საუკეთესო
და ნუ გაკიცხავთ დედებს, თუ ვერ გყიდულობთ ხოლმე
ძვირადღირებულ ნივთებს, დამიჯერეთ, მისი
დანაოჭებული სახე და დახეთქილი ხელები უფრო
ბევრს ამბობენ მის სიყვარულზე, ვიდრე ძვირადღირებული ნივთები

კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო. კომენტარები მოწმდება!