-მ ე ნ ა ტ რ ე ბ ო დ ი
-მ ე ნ ა ტ რ ე ბ ო დ ი

-მ ე ნ ა ტ რ ე ბ ო დ ი თქო, რომ გითხრა დაიჯერებ?
-რატომაც არა..
-შ ე ც ვ ლ ი ლ ი ხარ!
-მ ა რ თ ლ ა? როგორ?
- წლების წინ მხოლოდ თვალები იყავი,
ახლა კი ყველაფერი ხარ თვალების გარდა...
-ახლა თვალებს მუქი სათვალის უკან ვმალავ
-წლების წინ მხოლოდ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი შეგეძლო,
ახლა კი ყველაფერი შეგიძლია სიყვარულის გარდა...
-სიყვარული? ს ა ს ა ც ი ლ ო ა!
-წლების წინ მხოლოდ ო ც ნ ე ბ ე ბ ი გქონდა,
ახლა კი ბევრი რამ გაქვს, მაგრამ ოცნებები აღარ...
- მაშინ ღრუბლებში დ ა ვ ფ რ ი ნ ა ვ დ ი ახლა
კი მიწაზე ვდგევარ.. მიწაზე კი გეგმების ქ ო ნ ა
უფრო ამართლებს, ვიდრე ოცნებების
-ნუთუ არაფერი შემოგრჩა იმ ა დ ა მ ი ა ნ ი ს გ ა ნ მე,
რომ ვ ი ც ნ ო ბ დ ი
-არ ვიცი, შენ რომელს მიცნობდი
-ქალაქის ქუჩებში სეირნობა და წ ვ ი მ ა, რომ უყვარდა იმას
-აღარ მიყვარს
-ნ ა ყ ი ნ ი ზამთარში?
-აღარც ზაფხულში
-ზ ღ ვ ა?
-მზე თავს მატკიებს, ზღვა კი უმზეოდ მოსაწყენია
-შ ე ქ ს პ ი რ ი?
-ახლა ბეგბედერი მირჩევნია
-ის ხომ ცინიკოსია
-რეალისტიც
-ინვალიდი მეზობელი, რომ გყავდა ისევ დადიხარ
მასთან ნარდის სათამაშოდ?
-აღარ მცალია
-როცა ხელფასი მექნება 10%-ს მათხოვრებს დავურიგებო,
მახსოვს ასე ამბობდი სტუდენტობის დროს..
-მართლა ვამბობდი მაგას?!
-წლების წინ მართლა სხვა, რომ იყავი ხვდები?
-ვხვდები
-წლებითქო ვამბობ, მაგრამ ნუთუ 10 წელი ბევრია?
ასე სწრაფად როგორ მოასწარი საკუთარ თავში საკუთარი თავის ჩ ა კ ვ ლ ა?
- ს ი კ ვ დ ი ლ ს წლები კი არა წამი სჭირდება
-როდის დადგა შენთან ეგ წ ა მ ი?
-მაშინ!
-ყველაზე ცუდი ალბათ ისაა, რომ შენ შენი დღევანდელი
სახე უფრო მოგწონს, შენი ჩაკეტილი ს უ ლ ი და გაყინული
გ უ ლ ი გეამაყება.. გგონია, რომ სუსტი აღარ ხარ და გიხარია,
მე კი ახლა ყველაზე ს უ ს ტ ი მგონიხარ ვიდრე ოდესმე.
-სად არის ის ვინც, სადღაც მიყრუებული სოფლის ქოხშიც
კი ი ც ხ ო ვ რ ე ბ დ ა სიყვარულთან ერთად...
რატომ იწყება დღეს შენი ბ ე დ ნ ი ე რ ე ბ ა ძვირადღირებული
„ჟეშტით“ და რატომ გახდა ქაღალდის კუპიურები
შენი ცხოვრების ხ ე რ ხ ე მ ა ლ ი?
-ფულით იმ ბედნიერებას ვყიდულობ, რომელიც შენმა
სიყვარულმა ვერ მ ო მ ი ტ ა ნ ა
-მთელი ეს წლები იმდენს ვოცნებობდი, შენს ნახვაზე...
ახლა კი, გიყურებ და ვხედავ, რომ აქ არ ხარ,
აქ კი არა არსად არ ხარ, შენ საკუთარი თავი
მოკალი და ახლა ახალგაზრდა გ ვ ა მ ი ხარ...
- და შენ ეს გულს გტკენს?
-რათქმაუნდა
-მეც მ ე ტ კ ი ნ ა მაშინ.
ისტორიები g785904 3 0 04 თებ 2023, 11:28 PM
კომენტარები ჯერ არ არის, შეგიძლიათ გახდეთ პირველი!
კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო. კომენტარები მოწმდება!
Love » ისტორიები » -მ ე ნ ა ტ რ ე ბ ო დ ი

Old login form