ერთი თავზე ხელაღებული ბიჭი ვიყავი
ერთი თავზე ხელაღებული ბიჭი ვიყავი, რატომღაც მეგონა ყველა ქალი სათამაშო უფრო იყო , ვიდრე სუსტი არსება.
- ბიჭობაში ერთი გოგო ვითომ მომწონდა ( რატომღაც მე ასე მეგონა)
სხვადასხვა ქალაქში ვიყავით და ორი წლის მერე გადავწყვიტე ახლოს გამეცნო...ავტობუსის ბილეთი ავიღე და მის ქალაქში ჩავედი. სამწუხაროდ მომატყუა, არ დამხვდა, ტელეფონიც გათიშა, მივხვდი როგორ მწარედ მოვტყუვდი...იტყვიან კაცები არ ტირიანო მაგრამ, სიმწრისგან ავტირდი.
- დრო გადიოდა, ვინ იცის რამდენ ქალზე ვიძიე შური, რამდენ ქალს ავურიე საფიქრალი და მივატოვე, ამით მეგონა იმ ერთი უსახური ქალის ყურამდე მიაღწევდა ეს ყველაფერი და მიხვდებოდა მისი დანაშაულის სიმწარეს. მაგრამ ხომ გაგიგონიათ, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მეც ერთ კარგ ქალს შევხვდი, ლამაზი, ჭკვიანი, გაწონასწორებული ადამიანი იყო, თითქოს რასაც ვეძებდი ვიპოვე მაგრამ, დროდადრო ვღალატობდი, ვხედავდი მის სევდიან თვალებს როდესაც მის წინ სხვა ქალებს ველაპარაკებოდი და ირონიულად ვიღიმოდი.ვითომ ამით მასაც ვუმტკიცებდი რომ მასზე მაღლა ვიდექი.
- თითქმის ერთი წელი ვხვდებოდი, ისიც ჩუმად იტანდა ჩემს გულცივობას.
არ მინდოდა დამეკარგა მაგრამ, არც ვაკეთებდი არაფერს შესანარჩუნებლად...მისგან ნაჩუქარ საჩუქრებს აბუჩად ვიგდებდი რადგან უფრო ძვირფასი სხვა ქალებისგან მომდიოდა. ერთ დღესაც მობეზრდა და წავიდა. ვხედავდი როგორ ამაყად მიდიოდა ისე რომ უკან არც მოუხედია, მხოლოდ ერთი სიტყვა დამიტოვა: ასე არავის მოექცე!
- დილას ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, დედა მირეკავდა...
- იცი? ის მოკვდა...
- ვინ? რაა?
- ავირიე, მივხვდი რაღაც ნაწილი ჩამწყდა გულში, ტელეფონი კედელს მივანარცხე, მკვდარზე ვიეჭვიანე, სიკვდილზე რომელმაც მისი თავი წამართვა...მთელი სახლი გადავატრიალე, მის ნაჩუქარ საათს დავუწყე ძებნა, სამწუხაროა, გაჩერებულა, უგულოდ მიგდებულ ნივთებს ხომ ასე ემართებათ ხოლმე...
- მის მერე ხშირად დავდივარ მის საფლავზე, თვალებში ვუყურებდი სევდიან ფოტოს და ვხვდები, სიკვდილის მერე უსაზღვროდ შემიყვარდა ქალი, რომელიც სიცოცხლეში ვერ გავაბედნიერე, არ დავაფასე.
- პ. ს. საკუთარ ბედნიერებას, სხვის უბედურებაზე, ნურასოდეს ააგებთ...
"ერთ დღეს სწორ ადგილას სწორი დრო შეიძლება დადგეს"

კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო. კომენტარები მოწმდება!