21 ნოემბერი მთავარანგელოზობაა
21 ნოემბერი მთავარანგელოზობაა

21 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს კრებას წმიდათა მთავარანგელოზთა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა – გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელსა, ვარახიელისა და იერომიელისა.

მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების დღესასწაულის აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა. ლაოდიკიის კრებამ დაგმო და უარყო ანგელოზებისადმი ღვთაებრივი პატივის მიგება და დაამტკიცა მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა.

წმ.მღვდელმოწამე დიონისე არეოპაგელის მიხედვით არსებობს ანგელოზთა ცხრა დასი, რომელიც მან განჭვრიტა და მოგვცა სრულყოფილი სწავლება თავის ნაშრომში “ზეციურ იერარქიის შესახებ” წმიდა წერილსა და წმიდა გარდამოცემაზე დაყრდნობით.

ყველაზე მაღლა მდგომი ანგელოზები არიან სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი. საშუალო იერარქიას შეადგენენ: უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი. უმდაბლესი იერარქია მოიცავს სამ დასს: საწყისნი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.

ანგელოზები შექმნილნი არიან ხილულ სამყაროზე ადრე და აქვთ მინიჭებული სხვადასხვა მსახურების მადლი. “რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა” – გვამცნობს დავით მეფსალმუნე.

ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი, რომელმაც გამოდევნა სასუფევლიდან სატანა და მისი მიმდევრები. გვიცავს ბოროტი სულებისა და ბოროტი ადამიანებისაგან. მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცდუნებათა დროს.

ცნობილია სხვა მთავარანგელოზებიც, რომელთაც სხვადასხვა კურთხევა აქვთ მიცემული ღვთისაგან.
დღესასწაულები g785904 8 0 22 მარ 2024, 11:32 PM
კომენტარები ჯერ არ არის, შეგიძლიათ გახდეთ პირველი!
კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო. კომენტარები მოწმდება!
Love » დღესასწაულები » 21 ნოემბერი მთავარანგელოზობაა

Old login form