მომენატრე საშინლად მომენატრე!
მომენატრე საშინლად მომენატრე!

მომენატრე! საშინლად მომენატრე და ისევ მოვედი შენთან.
ეს ხომ ერდადერთი ადგილია სადაც სული ისვენებს,
სადაც ვშიშვლდები თითქოს და აღსარებაც ადვილი სათქმელია.
მიყვარს აქ, შენთან.
მინდვრის ყვავილები მოგიტანე, ხედავ?... იქნებ ვარდები ჯობდა,
მაგრამ არ მიყვარს ვარდი. შენ მაისში დამტოვე და ვარდის
სუნი შენთან განშორებას მაგონებს. ღმერთო, როგორ მენატრები,
როგორ მჭირდება შენი ღრმა, სევდით სავსე თვალების სითბო,
შენი გაღიმება,შენი საყვარელი ფრაზა:
_რატომ მოიწყინე? აბა! ცხვირი ზემოთ! მე ჯერ აქ ვარ...
და სად ხარ ახლა? მე ხომ სულ მარტო ვარ! იცი? შენთან მინდა,
დავიღალე გესმის! დავიღალე. ბევრჯერ მოვედი იქ, შენს სამყაროში.
სადაც სასწაული სიჩუმე, დიდი სიყვარული და მარადიული სიმშვიდეა,
მაგრამ არ დამტოვე. ბოლოს რომ მოვედი მითხარი:
_წადი, შენი მოსვლის მერე ძალები მტოვებს, მიჭირს აქ ყოფნა უშენოდ.
ღმერთო. როგორ მინდოდა დარჩენა შენთან.
მის მერე არ მინახიხარ და საშინლად მენატრები.
მილიონჯერ ვიმეორებ შენს საყვარელ ლექსის ნაწილს,
რომელიც ჩემი სულის ნაწილი გახდა.
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა
და შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი.
შენს სილამაზეს, ჩემი ტრფობა ესაფეხურა
ვარ მოწყენილი ვით ზამთარში ნაზი ბეღურა!
შენ ისეთივე ხარ! _მე? მე კი ცოტაც და დავბერდები.
დავიღალე. სულის ტკივილი დამჩემდა რაღაც,
ხომ ხედავ მოვუხშირე შენთან სტუმრობას,
აქ ვპოულობ მხოლოდ შვებას.
შენ აქ ხარ!სათხოვნელად მოვედი და გთხოვ შემისრულო,
მე ხომ არაფერი მითხოვია შენთვის? გემუდარები, ხედავ ვტირი.
შენ ხომ ვერ იტანდი ჩემს ცრემლებს? გთხოვ ,
სიზმარში დამენახე ნურაფერს მეტყვი, უბრალოდ მოდი...
ნახე მზე რა ლამაზად ჩადის, შენ ხომ მითხარი:-
თუ დავბრმავდი შენი თვალებით დავინახავ სამყაროსო.
მე ვხედავ შენი თვალებით.
წავალ ახლა. დროის აღქმა დიდი ხანია დავკარგე,
შენს მერე გაჩერდა დრო. საშინლად მინდა შენთან! დავიღალე!!!
ისტორიები g785904 3 0 27 იანვ 2023, 0:48 AM
კომენტარები ჯერ არ არის, შეგიძლიათ გახდეთ პირველი!
კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო. კომენტარები მოწმდება!
Love » ისტორიები » მომენატრე საშინლად მომენატრე!

Old login form