თუ გიყვართ, გაუშვით
თუ გიყვართ, გაუშვით... ტრაგიკული ისტორია იმის შესახებ, რომ საჭიროა ადამიანის გაშვება, მისდამი დიდი სიყვარულის მიუხედავად... ერთ კაცს პატარა გოგონა ჰყავდა, რომელიც მისი ცხოვრების აზრს წარმოადგენდა. ოჯახი შვილს დიდი ხნის მანძილზე ელოდა და როდესაც ის მოევლინა ამ ქვეყანას, მამამისმა ყველა და ყველაფერი დაივიწყა. ის მხოლოდ მისთვის ცხოვრობდა. სამუშაოზე წასულს, ერთი სული ჰქონდა, შინ დაბრუნებულიყო და საყვარელი შვილი გულში ჩაეკრა. ერთხელ გოგონა ავად გახდა. მამამ საუკეთესო ექიმები მიუყვანა, დღე და ღამე ლოცულობდა, რაც ძალა და ღონე ჰქონდა, იბრძოდა შვილის ჯანმრთელობისთვის. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ქალიშვილის სიკვდილს მამა ვერაფრით შეეგუა. მან ყველასთან გაწყვიტა კონტაქტი, სახლში ჩაიკეტა და სამუშაოზეც აღარ დადიოდა...
ერთხელ დაესიზმრა, რომ ის ზეცაში მოხვდა და პატარა ანგელოზების უჩვეულო მსვლელობის მოწმე გახდა. ისინი ერთმანეთის მიყოლებით მწკრივშ იდგნენ და თეთრებში გამოწყობილ ყველა პატარას, ხელში ანთებული სანთელი ეჭირა. ცოტა ხნის შემდეგ, მან შეამჩნია, რომ ერთი ანგელოზის სანთელი არ ენთო. ახლოს რომ მივიდა და სახეზე დააკვირდა, თავისი შვილი ამოიცნო. მამა მუხლებზე დაეცა, შვილს მოეხვია და ჰკითხა:
– რატომ არის, რომ მხოლოდ შენი სანთელი არ ანთია?
– მამა, – უპასუხა მან, – მე ხშირად ვცდილობ მის ანთებას, მაგრამ შენი ცრემლები ყოველთვის აქრობს მას.
დილით კაცმა გაიღვიძა. იმ დღიდან, აღადგინა ურთიერთობა მეგობრებთან, დაბრუნდა სამუშაოზე, თანდათანობით ღიმილიც ისწავლა. მან გადაწყვიტა, რომ უსარგებლო ცრემლების გამო, მისი გოგონას სანთელი აღარ ჩაქრებოდა.

კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო. კომენტარები მოწმდება!