1-იანვარი-ახალი წელი
ახალი წელი წლის მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც ყველა, პატარა თუ დიდი მოუთმენლად ელის. მოსახლეობა ახალ წელს ახალი იმედებით, სურვილებით და მიზნებით ეგებება სადღესასწაულო სუფრის ან ზეიმის ფონზე.
31 დეკემბერს
ახალი წლის წინა დღეს ყველა ემზადება და საახალწლო სუფრაც იშლება. სუფრა გამორჩეულია, რადგან ის ძირითადად ტრადიციულად არის გაწყობილი. გოზინაყი, რომელიც სპეციალურად ახალი წლისთვის მზადდება ქართველების საყვარელი ტკბილეულია. ისეთი ტრადიციული კერძები და ტკბილეული,როგორიც არის საცივი, ხაჭაპური, ჩურჩხელა და გოზინაყი აუცილებელი ელემენტია საახალწლო სუფრისთვის.
როგორც კი, სუფრა მზად არის და საახალწლო ღონისძიებები იწყება, ახალი წლის დადგომის სურვილიც სულ უფრო და უფრო იზრდება. ხოლო, როდესაც საათი თორმეტს ჩამოკრავს ყველა ერთმანეთს ულოცავს ახალი წლის შემობრძანებას.
ახალი წლის პირველ დღეს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ღამისთევით ხვდება. ყველაზე დიდი დღესასწაულის აღნიშვნას 1 იანვრის ღამის წუთებზე იწყებენ და რამდენიმე დღე აგრძელებენ მხიარულებას.

კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო. კომენტარები მოწმდება!