რა სიმდიდრესაც არ უნდა ფლობდე
რა სიმდიდრესაც არ უნდა ფლობდეს ადამიანი, მუდმივად ჩაესმის ეს მწუხარე ხმა: რამდენ ხანს გასტანს ეს ყოველი?“
„სიმდიდრე – ორგული მონაა; თუნდ ათასი ბორკილი დაადო, ბორკილებიანად გაიქცევა.“
„გულით ნუ მიეჯაჭვები იმას, რაც დროებით გეძლევა. ის არ არის სიმდიდრე, რაც მალე განგვშორდება.“
„ჭეშმარიტი სიმდიდრე ისაა, რომელსაც ვფლობთ და რომლის დაკარგვა არ ძალგვიძს.“
„მდიდრები ღარიბების გარეშე ვერ ცხონდებიან. ღმერთი მათ სასუფევლის კარს გაუღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ღარიბთათვის ხელს გამოიღებდნენ.“
„როგორც სულს გაყრილი სხეული კვდება, ასევე სული კვდება ღმერთთან ერთობის გარეშე.“
„თუკი უფალი გადადებს თავის სასჯელს, შენ ნუ გადადებ შენს გამოსწორებას.“
„სიხარულით გაცემა მეტს ნიშნავს, ვიდრე – ბევრის გაცემა.“
„ვისაც კარგად ცხოვრება შეუძლია, მას კარგად ლოცვაც ძალუძს.“
„თუკი ცივია ჩვენი სიყვარული – ცივი იქნება ჩვენი მოღვაწეობაც.“
„არ არსებობს სამყაროში მტრის სიყვარულზე უფრო გასაოცარი რამ.“
„შური ამპარტავნების შვილია; მოუკალი დედა და შვილიც მოკვდება.“
„მხოლოდ გიყვარდეს – და მაშინ შეძლებ, გააკეთო ყველაფერი, რასაც მოისურვებ.“
„გინდათ, არ გყავდეთ მტრები? გიყვარდეს მტერი შენი, ასეთია სიყვარულის ძალა.“
„ლოცვისას ჩვენ ვსაუბრობთ ღმერთთან, წმინდა წერილით კი ღმერთი გვესაუბრება.“
„ყოველგვარი სათნოება სხვა არაფერია, თუ არა სიყვარულის სხვადასხვა სახეობა.“
ნეტარი ავგუსტინე
„სამართლიანია, ბოროტებში ბოროტება გძულდეს, მაგრამ გიყვარდეს ღვთის ქმნილება.“
„ვისაც მშვიდობისმოყვარე სახელი არა აქვს, მას არ შეიძლება, ღვთის შვილი ერქვას.“
„უმჯობესია, თავმდაბლად აღიარო ცოდვები, ვიდრე ამაყად იქებდე თავს სათნოებებით.“
„არ უწილადო ღატაკებს იქიდან, რაც მოგეჭარბება – სხვისი ქონების მითვისებას ნიშნავს.“
„მას ვერანაირი უბედურება ვერ შემუსრავს, ვისაც ვერანაირი ბედნიერება ვერ აზიანებს.“
„ვინც ბოროტ ადამიანთა საზოგადოებებს ეძიებს, იგი საკმაოდ წარმოაჩენს საკუთარ ბოროტებას.“
„ვინც ქრისტიანებთან უთანხმოებაში ცხოვრობს, მას არ შეიძლება, ქრისტესთან ერთობა ჰქონდეს.“
„ვინც უსამართლობას დაინთმენს, მისი მწუხარება სჯობს იმის სიხარულს, ვინც არასწორად მოქმედებს.“
„მავანნი გულუხვნი და მოსიყვარულენი არიან ახლობლებისადმი, მაგრამ თავიანთი ენით ვნებენ ადამიანს.“
„ყველა ნაკლოვანებას თავისი ძალა აქვს მხოლოდ უკანონობაში, ამპარტავნებისა კი სათნოებებშიც უნდა გეშინოდეს.“
„რა არის სახელმწიფო სამართლიანობის გარეშე (რომლის საფუძველიც რელიგიაში მდგომარეობს), თუ არა – ყაჩაღთა დიდი ბანდა?“
„საქმე კეთილი განზრახვის გარეშე იგივეა, რაც მჭლე შესაწირავი (ფს. 65, 15), ანდა სხეული სულის გარეშე; ღმერთი მათ უარუყოფს.“
„მავნე ჩვევა და მოუფრთხილებლობა იმისა, რაც ჩვენთვის სასარგებლოა – აი, რა გვიშლის, ყოველთვის მდუმარებით დავიცვათ ბაგე.“
„ის კი არ არის ჭეშმარიტად გულმოწყალე, რომელიც მოჭარბებულიდან აძლევს, არამედ ის, ვინც საჭიროსაც მოიკლებს ღატაკებისათვის.“
„რაოდენ ნაკლებმნიშვნელოვანი და საძაგელიც არ უნდა იყოს ცოდვა, ჩვეულება მას ნაკლებმნიშვნელოვნად და არარაობად წარმოაჩენს.“
„ნუ იფიქრებ, რომ მკვლელი არა ხარ, თუ მოყვასს ცოდვისაკენ უბიძგებ, შენ ხრწნი ცდუნებულის სულს და სტაცებ მას იმას, რაც მარადიულობას ეკუთვნის.“
„საკმარისი არ არის ბოროტებისაგან თავის შეკავება, თუ სიკეთეს არ გააკეთებ. ცოტაა ის, რომ არავის ავნო, უნდა ეცადო, რომ ბევრისთვის იყო საჭირო.“
„ლოცვა ნესტიანი ღრუბელივით ხან გვიცავს მწველი ზრახვებისაგან, ხანაც რწყავს და გამოაცოცხლებს ცრემლების ნაკადით მათ, ვინც ამით მოსაგრეობენ.“
„როგორც ღამე ვერ ჩააქრობს ვარსკვლავებს ცაზე, ასევე სოფლის არაწმიდება ვერ დაახშობს მორწმუნეთა გონებას, რომელიც ღვთის სიტყვით არის განმტკიცებული.“
„სადაც რწმენა არ არის, იქ არც კეთილი საქმეებია, იმიტომ, რომ განზრახვა, უწინარეს ყოვლისა, საქმეს კეთილად აქცევს, კეთილი განზრახვა კი რწმენიდან მომდინარეობს.“
„როდესაც რაიმე ბოროტს ვთხოვთ უფალს, იგი თავის მრისხანებას გამოაჩენს, როდესაც ჩვენს სათხოვარს ასრულებს და მოწყალებას გამოიჩენს, როდესაც არ აღასრულებს მას.“
„სასწაული ეწინააღმდეგება არა ბუნების კანონებს, არამედ ჩვენს წარმოდგენებს მათზე.“
„მიდით და დაიმკვიდრეთ ცათა სასუფეველი, – ეუბნება უფალი მოწყალეთ, – არა იმიტომ, რომ თქვენ არ შესცოდეთ, არამედ იმისათვის, რომ მოწყალებით განიწმინდეთ ცოდვებისაგან.“
„სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ ბოროტმოქმედთა გამო, არამედ – გულმოდგინედ უნდა ვილოცოთ მათთვის, რომ კეთილნი გახდნენ. წმიდანთა რიცხვი ყოველთვის ცოდვილთაგან ივსება.“
„უბედურია ყოველი სული, რომელიც სიყვარულით ემსჭვალვის იმას, რაც მოკვდავია. რადგან ამ უკანასკნელის დამკარგავს სიცოცხლე აუტანელ ტანჯვად ექცევა. სწორედ მაშინ გრძნობს მთელი სიმძაფრით თავზარდამცემ უბედურებას, თუმცა უბედური იყო მანამდეც, ვიდრე თავისი სიყვარულის საგანს დაკარგავდა.“
„ზოგიერთები ძალიან მომთხოვნნი არიან საჭმელში და არ იკარებენ პირში გარკვეულ საკვებს, მაგრამ ასე მომთხოვნად და ფრთხილად არ ეკიდებიან სიტყვას, რომლებიც მათი ბაგეებიდან გამოდის.“
„კეთილი, თუნდაც ემსახურებოდეს, თავისუფალია, ბოროტი კი, თუნდაც მეფობდეს, მონაა, და ამასთან იმის მსგავსია, ვისაც ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ იმდენი ღმერთი, რამდენიც ნაკლოვანება.“
„არსებობს მოწყალების მრავალი სახე, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია, ღვთისაგან საკუთარი ცოდვების მიტევება მივიღოთ, მაგრამ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია მტრებისათვის მიტევება.“
„ღმერთი სიტყვა, მამის თანასწორი, ჩვენი მოკვდავობის თანაზიარი შეიქმნა არა თავისი, – არამედ ჩვენი ბუნებისამებრ და ჩვენ მისი ღვთაებრიობის თანაზიარნი შევიქმნებით არა ჩვენი, არამედ – მისი ძალით.“
„როგორც ყველაზე ჯანმრთელ თვალს არ ძალუძს, ხედავდეს, თუ რაიმე სხივით არ არის განათებული: ასევე ადამიანი, რაც არ უნდა გარეგნულად პატიოსანი იყოს, ვერ შეძლებს, ღვთის მადლის გარეშე ცხოვრება სათნოდ გავლოს.“
„მდიდარი ქრისტიანები, თუკი ისინი ჭეშმარიტი ქრისტიანები არიან, სრულებით ღატაკნი არიან, ვინაიდან ზეციურ სიკეთეებთან შედარებით თავის ოქროს ფერფლად მიიჩნევენ, თანაც მათ სიმდიდრეს ის შეადგენს, რაც სრულებით არ ახარებთ.“
„როდესაც კეთილი ბოროტის ზნეს არ ღებულობს, თუნდაც ისინი ერთად ცხოვრობდნენ, მათ შორის მაინც დიდი განსხვავებაა. ამიტომ ადამიანებს კი არ უნდა გავექცეთ, რომლების შესაძლოა, კეთილთა მაგალითით გამოსწორდნენ, არამედ – ადამიანთა გარყვნას.“
„თუ თქვენს სახლში გველები და მორიელები გაჩნდნენ, რას აღარ გააკეთებდით, რომ მათაგან გათავისუფლებულიყავით! მაგრამ სიძულვილი და მტრობა ამ ქვეწარმავალზე უარესია და, მიუხედავად ამისა, მაინც არ გსურთ მათგან გასუფთავება გულისა, რომელიც ღვთის ტაძარია.“
„ზოგიერთი ვნება ხორცისთვისაა დამახასიათებელი, სხვა კი – სულისთვის. ერთისგან თავდაცული და მეორის მიმართ დაუდევარი იმის მსგავსად იქცევა, ვინც თავისი ვენახი მაღალი ღობით შემოღობა მხეცებისგან დასაცავად და ამასთან ერთად იგი მტაცებელი ფრინველებისთვის სრულიად დაუცველი დატოვა.“
ნეტარი ავგუსტინე
„ორი სახის სიყვარული ორი სახის მოქალაქეობას წარმოშობს: უფლისადმი სიყვარული იერუსალიმის (ზეციური ქალაქის) მოქალაქეებად გვაქცევს, ამასოფლისადმი სიყვარული კი – ბაბილონის მოქალაქეებად (ცოდვილი ქალაქი). დაე, ჰკითხოს ყოველმა ჩვენთაგანმა საკუთარ თავს: რა უყვარს და მიხვდება, რომელი ქალაქის მოქალაქეა იგი.“
„შეიძლება ითქვას, რომ უფალმა ჩვენვე მოგვცა საკუთარი სამსჯავრო: ჩვენზეა დამოკიდებული: ჯერ კიდევ აქ დაახლოებით განისაზღვროს სასამართლოს განაჩენი და გადაწყვეტილება ჩვენზე. როგორც მოვექცევით მოყვასს, ისევე მოგვექცევა უფალი. თუ მივუტევებთ, ჩვენც მოგვეტევება. უფალმა ასე ბრძანა და საკუთარ სიტყვას არ გადათქვამს.“
„თავი და არსი (შეიძლება ითქვას, სული) ყველა სათნოებისა არის სიყვარული, რომლის გარეშეც არაფერს ნიშნავს არც მარხვა, არც ღამისთევა, არც შრომა. ეშმაკს ყველაფერში შეუძლია მიბაძოს ადამიანს: მარხვას დავასახელებთ? – იგი საერთოდ არაფერს ჭამს; ღამისთევა? – მას არასოდეს სძინავს და ყოველთვის ფხიზლობს (1 მეტრ. 5, . მხოლოდ სიყვარულისა და თავმდაბლობის მიბაძვა არ ძალუძს მას.“
„რწმენის საიდუმლოებები მზეს ჰგავს: საკუთარი არსებით განუჭვრეტელნი, ანათებენ და აცოცხლებენ მათ, ვინც მის ნათელში გულის უბრალოებით იმყოფებიან. ისინი მხოლოდ იმ კადნიერ თვალს აბრმავებენ, რომელსაც მასში ჩაწვდომა სურს. წმიდა წერილის ღრმა საიდუმლოებები (როგორც საერთოდ ქრისტიანული რელიგიისა) მარგებელია: ისინი იმიტომაც არის დაფარული, რომ არ დააკნინოს ვინმე, იმისთვის გვეძლევა გამოსაძიებლად, რომ გონება გაგვივარჯიშოს და იმისთვის ცხადდება, რომ გვასაზრდოოს.“
„მეგობრობა ერთი სულია სხვადასხვა სხეულში.“
„შეიმეცნე, რათა გწამდეს, გწამდეს, რათა შეიმეცნო.“
„ხედავენ თუ არა გარდაცვლილთა სულები იმას, რაც ამ წუთისოფელში ხდება?
გარდაცვლილთა სულები იმგვარ ადგილზე იმყოფებიან, სადაც ისინი ვერ ხედავენ, თუ რა ხდება წუთისოფელში.“
„რისთვის არის საჭირო საღმრთო წერილის საიდუმლოთა დაფარულობა?
ისინი იმისთვის არიან დაფარულნი, რომ არავისგან იქნენ დაკნინებულნი, შელახულნი და შეურაცხყოფილნი. ამასთან, საღმრთო წერილის საიდუმლონი გამოსაძიებლად და გულისხმისსაყოფელად გვეძლევა, რათა თავს გამოვიწრთობდეთ, ხოლო განგვეცხადებიან და განგვემხილებიან ხოლმე იმისთვის, რათა ამ ჭეშმარიტი საზრდოთი ვსაზრდოობდეთ და ავღორძინდებოდეთ.“
„დაიმკვიდრებს თუ არა საუკუნო ნეტარებას ეკლესიის ერთობისაგან განშორებული ადამიანი?
ეკლესიის ერთობისაგან განშორებულ ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც მისი ცხოვრება ქების ღირსიც იყოს, ვერ ექნება საუკუნო ნეტარი ცხოვრება სწორედ ამ ერთი უსჯულოების – ქრისტესთან ერთობისა განშორების გამო და მას ღმერთის რისხვა ეწევა.“
„რას გვეტყვით მტრების სიყვარულზე?
არაფერი ამ ქვეყნად არ იწვევს იმაზე დიდ გაოცებას, ვიდრე მტრების სიყვარული.“
„ვისგან მოგვეცა საუფლო ლოცვა – „მამაო ჩვენო“?
ეს ლოცვა უფალმა ასწავლა – იმ პირველ დიდ მოციქულებს, ჩვენს წინამძღვართ.“
„რას წარმოადგენს სახელმწიფო სამართლიანობის გარეშე?
განა სხვას რას წარმოადგენს სახელმწიფო სამართლიანობის გარეშე, თუ არა ავაზაკთა ხროვას?“
Saint_Augustine
ნეტარი ავგუსტინე
„როგორია მაქებარი კაცი და ის, ვისაც იგი აქებს?
მაქებარი უკეთესია იმაზე, ვისაც აქებენ. პირველი ღვთის ნიჭს აფასებს კაცში, მეორეს კი კაცისაგან ნაბოძები ნიჭი ურჩევნია ღვთისაგან ბოძებულს.“
„რაზე უნდა იყოს დამყარებული უხილავსა და მარადიულზე მსჯელობა?
ყოველივე იმას, რისი დანახვაც შეგვიძლია, საკუთარი თვალებით უყურე, მაგრამ უხილავზე და მარადიულზე მსჯელობისას მხოლოდ ღვთის სიტყვას დაემყარე.“
„რა მდგომარეობაში იმყოფება ღმერთს მოშორებული სული?
ღმერთი არის ჩვენი გულისგული და მის გარეთ ჩვენ ისევე მოუსვენრად ვართ, როგორც წყლიდან ამოგდებული თევზი, ანდა, ჩვენი სხეულის ნაღრძობი ადგილი, რომელსაც დაუკარგავს ჩვეული მდგომარეობა.“
„როდის შევლენ მდიდარნი ცათა სასუფეველში?
მდიდარნი მხოლოდ მაშინ შევლენ ზეციურ სასუფეველში, როცა შეიყვანენ მათ იქ ღარიბნი (ლუკ. 16.9). ღარიბთა გარეშე მდიდარნი ვერ გადარჩებიან. თუ ხელს გაუმართავენ ისინი ღარიბთ, ღმერთიც განუღებს მათ სასუფეველის კარს.“
„ვინ არის თავისუფალი ადამიანი და ვინ მონა?
კეთილი, თუნდა მსახური ანუ მონა იყოს, მაინც ყოველთვის თავისუფალია; ბოროტი კი, თუნდ ხელმწიფებდეს, მაინც მონა და ტყვეა, რომელსაც მხოლოდ ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ სწორედ იმდენი, რამდენი მანკიერებაც შეუძენია.“
„უნდა ეყრდნობოდეს თუ არა ადამიანი საკუთარ თავს?
რატომ ეყრდნობი საკუთარ თვს? საკუთარ თავში არა აქვს კაცს საყრდენი. ღმერთს შეუვრდი და ნუ გეშინის: იგი პირს არ იბრუნებს შენგან, ნებას არ მოგცემს დაეცე; უდრტვინველად მიმართე მას: შეგივრდომებს იგი და განგკურნავს.“
„როგორ ამხელენ წმ. მამები იმათ, რომლებიც ცოდვის ჩადენისაკენ უბიძგებენ მოყვასს?
თუკი ცოდვის საქმნელად დაგიმოძღვრავს და გიბიძგებია მოყვასისათვის, ნუ იფიქრებ – მკვლელი არა ვარო… ამით შენ განხრწნი ცდუნებულ სულს და მოსტაცებ იმას, რაც მარადიულის კუთვნილებაა.“
„რომელია უმჯობესი: იმ ადამიანის მწუხარება, რომელიც უსამართლოდ ევნება, თუ იმ კაცის სიხარული, ვინც სხვას ავნებს უსამართლოდ?
იმ ადამიანის მწუხარება უმჯობესია, ვინც უსამართლოდ ევნება, ვიდრე სიხარული იმისა, ვინც უკეთურად მოქმედებს და სხვებს ავნებს უსამართლოდ.“
„რატომ გამოცდის ადამიანს სატანა?
სატანას არა აქვს არავითარი უფლება, რომ ვინმე გამოსცადოს და თუ მაინც ცდის, ამას იგი აკეთებს მხოლოდ ღვთისაგან დაშვებით. ხოლო ღვთისაგან დაშვება ხდება ან ადამიანების ცოდვებისათვის დასასჯელად, ან არადა, მათი განსწავლისათვის, რათა მათ შესძინოს მეტი გამოცდილება.“
„საკმარისია თუ არა მხოლოდ ღმერთს რომ წარვუდგებოდეთ სინანულით, ხოლო მღვდლის წინაშე აღარ ვამბობდეთ აღსარებას?
საკმარისი არ არის თვით ღმერთს წარვუდგებოდეთ წრფელი აღსარებითა და ცოდვათა მონანიებით, – აუცილებელია იმასაც ვაბარებდეთ აღასრებას, ვისაც თვით ღმერთისაგან მიუღია ხელმწიფება აღსარების მიღებისა და ცოდვათა მოტევებისა.“
„როგორი სიწრფელეა უფრო მეტად აღმატებული?
კარგია ბუნებითი სიწრფელე და სანატრელი, მაგრამ ვერ არის ისეთი, რომელიც უკეთურებისაგან შრომითა და ოფლით მოიქცევა სიწრფელედ, რადგან პირველი დაცულია უკეთურებისა და ვნებათაგან, ხოლო მეორე დიდი სიმდაბლისა და სიმშვიდის მომნიჭებელია. და იმისი სასყიდელი დიდია, ხოლო ამისი უფროსად ამაღლებულია.“
„სად უნდა ვეძიოთ ჭეშმარიტი სარწმუნოება?
არც წარმართთა აბდაუბდა შეხედულებებში, არც მწვალებელთა ღვარძლში, არც განხეთქილების შემომღებთა უძლურებაში და არც იუდეველთა სიბრმავეში არ უნდა ვეძიოთ ჭეშმარიტი სარწმუნოება; არამედ უნდა ვგონებდეთ ჭეშმარიტ სარწმუნოებას მხოლოდ მათგან, რომლებიც საყოველთაო ეკლესიის წევრებად, ღმერთის მართლად მადიდებლებად იწოდებიან, ანუ იმ ადამიანებში, ვისაც წმინდად და შეურყვნელად შეუნახავს მართალი სწავლება და ჭეშმარიტებით აღიარებს მას.“
„რატომ მიილტვის ყოველი ადამიანი ბედნიერებისაკენ?
ოდესღაც ყველანი ბედნიერები ვყოფილვართ: ან თითოეული ცალ–ცალკე, ან ყველანი ერთად იმ კაცში, რომელმაც პირველად სცოდა, რომელშიაც ყველანი მოვკვდით და რომლისგანაც ყველანი ვიშვით მწუხარებით; თუმცა, ამას კი არ ვეძიებ, არამედ მინდა ვიკითხო: ხომ არ ცოცხლობს ბედნიერი ცხოვრების მოგონება ჩვენს მეხსიერებაში? არავითარი წარმოდგენა რომ არ გვქონოდა მასზე, მაშინ არც გვეყვარებოდა. საკმარისია ყური მოვკრათ ამ სიტყვებს – „ბედნიერი ცხოვრებაო“, და მაშინვე ვაღიარებთ, რომ სწორედ ესაა, რასაც ვესწრაფით… მაშასადამე, ბედნიერება ცნობილია ყველა ხალხისათვის და ერთდროულად რომ გვეკითხა მათთვის, გსურთ თუ არა ბედნიერები იყოთო, ყველანი ერთხმად გვიპასუხებდნენ, ცხადია, გვსურსო. მაგრამ პასუხი ასე ერთსულოვანი არ იქნებოდა, ყველას რომ არ შემორჩენოდა იმისი ხსოვნა, თუ რას ნიშნავს ბედნიერება.“

კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო. კომენტარები მოწმდება!