მენატრები
მენატრები, ღმერთო როგორ მენატრები!
გულის ტკივილამდე, სულის კივილამდე...ტირილამდე...
კივილამდე...ვგიჟდები გესმის? როცა ჩემთან არ
ხარ ვგრძნობ და ვაცნობიერებ, რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი,
მნიშვნელოვანი, ძალიან საყვარელი ადამიანი ხარ,
ბოლომდე ვაცნობიერებ იმას, რომ უშენოდ ცხოვრება
არ შემიძლია, შენით ვსულდგმულობ, შენით ვსუნთქავ,
შენით და შენთვის ვარსებობ! ოჰ, როგორ მტკივა ეს
მონატრება რომ იცოდე, როგორ მღლის, სულიერად მფიტავს.
ყოველი წუთი საუკუნეა უშენოდ!!! თითქოს დრო იყინება,
თითქოს არც თენდება და არც ღამდება...ძლივს ვსუნთქავ უშენოდ,
რადგან შენ ხარ ჩემი ჰაერი...გთხოვ მალე დამიბრუნდი,
დამამშვიდე და ისევ და ისევ მითხარი რომ ყველაფერი
კარგად იქნება და ჩვენ სიცოცხლის ბოლომდე ერთად ვიქნებით,
რომ გიყვარვარ სიგიჟემდე და შენი ერთადერთი სიყვარული ვარ!
მენატრება შენი თბილის სიტყვები, შენი სევდიანი და სიყვარულით
სავსე ხმა! არ შემიძლია უშენობა! შენ ხარ ჩემი სიცოცხლე...
იცი რა?!...არ ჩათვალო,რომ სენტიმენტალისტი გავხდი
სიყვარულისგან და მონატრებისგან...არ გეგონოს,რომ
ჩემი უხეშობა და გოთური სული დავთმე შენს გამო...
არ გეგონოს,რომ შევიცვალე... ისევ ისეთი ვარ,როგორიც შეგიყვარდი..
.ისევ ისე მიყვარხარ და ისევ ისე მინდა შენი ნახვა...არ გეგონოს,
რომ უცხო ქვეყანამ გამომცვალა... არ დაუჯერო,როცა ამბობენ
"როცა თვალი თვალს შორდება გული გულს მოშორდებაო"..
.არ არის მართალი...ჩემი გული არ მოგშორდებია..წასვლისას
ის შენთან დავტოვე...ვიცოდი,რომ შენ უკეთ გაუფრთხილდებოდი...
როცა მივდიოდი,ზურგი შეგაქციე და არც მომიხედავს..
.ნუ იფიქრებ,რომ შენგან მალე მინდოდა წასვლა...უბრალოდ...
მეგონა ასე უფრო ადვილი იქნებოდა განშორება...
ასე უფრო გადავიტანდი შენს შორს ყოფნას...ნუ იფიქრებ,
რომ არ მახსოვდი აქ ყოფნისას...დღე არ გავა,წუთი,
წამი რომ შენ არ გამახსენდე...დაღლილს მახსენდებოდი
და მენატრებოდი...შენი ნახვის იმედით ვძლებ აქ..
.ერთი სული მაქვს როდის ჩამოვალ...
მეშინია...მეშინია გაუცხოებული დამხვდე...მეშინია აღარ მოგეწონო..
.ასეთი სულელური შიშები მაქვს ხოლმე...მაგრამ ძალიან მინდა შენი ნახვა..
.მინდა რაც შეიძლება მალე დავბრუნდე...მინდა... შენთან მინდა...
მაინც შენთან მომიწევს მოსვლა ადრე თუ გვიან...ჩემი გული ხომ შენთანაა..
.მის დასაბრუნებლად მოვალ...ჩაგეხუტები და ისევ ისე მეყვარები,
როგორც წასვლამდე...
იცი რა?!...არ იფიქრო,რომ სენტიმენტალისტი გავხდი შენი სიყვარულისგან
და მონატრებისგან... უბრალოდ...მომენატრე...მე შენ მჭირდები....
ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა... მჭირდები იმისთვიის
რომ ვიცხოვრო, ვიარსებო... მჭირდები რათა ყოველი დღე
შენზე ფიქრით დაიწყოს და დამთავრდეს.... დღე ცხადში გნახო,
ღამით სიზმრად.... მაშინ როდესაც აღარაფერს ექნება
მნიშვნელობა შენ დამჭირდები... დამჭირდები რომ მომცე
ძალა ბრძოლისთვის, არ დავნებდე რათა კვლავ და კვლავ
ვიხილო შენი თვალები, მზერა..... გავიგონო შენი ხმა,
რომელიც ასე ძვირფასია ჩემთვის.... როცა გისმენ ასე მგონია
არ მოიძებნება ქვეყნად ჩემზე ბედნიერი ადამიანი.....
მე არასდროს ვრჩები მარტო, შენზე ფიქრები მუდამ ჩემთან არიან..
. და ეს სიტყვები.... სიტყვები რომლებსაც ვწერ მხოლოდ
ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით რაც მინდა გითხრა.....
და რასაც ოდესმე აუცილებლად გეტყვი....
მჭირდები ჩემო სიყვარულო.......!
ჩუმად მომეწონე, ჩუმად გაგიფიქრე, ჩუმად გიოცნებე.
შიგნით ხდებოდა ეს ყველაფერი ჩემდა უნებურად.
შენთან ვიყავი და არ გშორდებოდი. გიყვარდი და
სხვა არავინ გინდოდა. მეც მასე ვიყავი ვერ ვაცნობიერებდი
რა ხდებოდა, ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი და რას ვაკეთებდი.
შენზე ვფიქრობდი, მარტო შენზე.
სად ვიყავი? მიწაზე არა რადგან აქ სიბოროტე და შურია.
აბა სად ვიყავი? მგონი დავიკარგე, სითეთრეში ვართ მარტო მე და შენ.
იცი? არ მეშინია, შენთან ერთად არაფრის არ მეშინია.
რა გაცინებს არ გჯერა? არც ამ სითეთრის მეშინია და საერთოდ
არაფრის ოღონდ შენთან უნდა ვიყო, მარტო ვერ გავძლებ
ვერც შენ გაძლებ უჩემოდ.ისევ სითეთრე მაგრამ ძირს
ვეშვები დიდი სისწრაფით, მგონი ძირს ვეცემი, ცივა!
აღარც შენ ხარ, სანამ ეს გავიფიქრე უკვე ძირს ვიყავი
წაქცეული და ვტიროდი, მიწაზე დაცემის შემდეგ
მივხვდი რომ ოცნებისგან უცებ ძირს მწარედ დავეცი.
თურმე ოცნება ყოფილა....
მე შენი მონატრება მომენატრა. . .მინდა კვლავ მიყვარდე,
მძულდე, მჯეროდეს შენი, კვლავ ვკარგავდე შენს იმედს,
კვლავ მენატრებოდე. . .მინდა შენს არსებობას ისევ ვგრძნობდე. . .
მაგრამ დრო გაილია, საათი წელს მიჰყვა და ასე გავიდა
მთელი ცხოვრება. . .მიჭირს გონებაში შენი სახის აღდგენაც,
ვნანობ მხოლოდ ერთს, ჩემს ერთადერთ სიტყვას. . .
დროის დაბრუნება მინდა, მაგრამ ამდენი ხნით? ეს ხომ შეუძლებელია. . .
აი რა შეიძლება გახდეს ოცნებად. . .ტელეფონის ზარი,
რომელშიც შენს ხმას გავიგონებ და შეშინებული ხმით
გეტყვი, რომ ის, ჩემი ბრალი იყო. . .ჩემი ბრალი იყო
ნაკუწ_ნაკუწ აწყობილი დროება კვლავ ნამსხვრევებად რომ ვაქციე. . .
ზოგჯერ ფიქრი მიბყრობს. . .გამახსენდება დიიიდი ხნის
წინანდელი ამბავი. . .ეს მოგონება ძალიან სასიამოვნოა. .
.მახსენდება ყოველი წუთი და წამი. . .თითქოს შეუძლებელია
ყველაფრის დეტალურად აღქმა, მაგრამ ის,
რაც სამუდამოდ გინდა, რომ გულში შეინახო, დაუვიწყარია. . .
მინდა ეს ფიქრები კვლავ ჩემთან დარჩნენ და შემდეგ
ჩემთან ერთად მიებარნონ მიწას. . .არავისთვის არ
მინდა გაზიარება, ის მხოლოდ ჩემია. . .
ეხლაც ფიქრი ფიქრს მოეძალა, ქვემოთ დალაგებული
ზემოთ ამოვიდა და გონებამ ისევ აღგიდგინა. . .
ეხლა მინდა კვლავ მახსოვდე და მჯეროდეს, რომ
ცხოვრებაში ერთხელ, შემთხვევით შეგხვდები და თუნდაც
სხვასთან ერთად შორიდან თვალს შეგავლებ . .
.ვხედავ მხოლოდ საკუთარი სიყვარულის ანარეკლს. . .
ჩემი იმედები ცრემლთან ერთად მწყდება თვალიდან და
ძილს ეცემა. . . მაპატიე ყველაფერი თუ შეგიძლია. . .
მაპატიე შენზე ფიქრებში ყოველი გატარებული წამი,
შენზე ნანახი ყველა სიზმარი და ის ცრემლებიც
თითოეულ მათგანს შენი სახელი, რომ დავარქვი. . .
მაპატიე ჰაერიც, რომ მხოლოდ შენთვის მინდოდა. . .
მომეძღვნა სიცოცხლე. . . ან იქნებ მეტიც. . .
ალბათ შენთვის ადვილია ამ ტველაფრის წაშლა. .
მე კი ვიცი, რომ არასდროს დამავიწყდები. . .
ყოველ საღამოს ვიცი რომ გულთან ახლოს რაღაც
დამაკლდება და შენ გამახსენდები. . .
შენი სახე გამახსენდება მტკივნეულად. . .
ნაცნობი ღიმილი. . . ჯიბეში ჩადებული ხელი. . .
ის გრძნობაც მომენატრება შენი ნახვისას, რომ მეუფლებოდა. . .
და ის სიტყვები, მიუხედავად ყველაფრისა მაინც, რომ ნათქვამია. .
. მაპატიე, რომ დაუკითხავად გახდი ჩემი ცხოვრების ნაწილი . .
. ჩემი სუნთქვა. . მე შენს პასუხს არ დაველოდები. . .
ჩუმად მოვალ, ლოყაზე გაკოცებ და წავალ. . .
სამუდამოდ დავიკარგები. . . გავქრები. . .
როგორც ცუდი სიზმარი. . . გპირდები. . . თუ მაპატიებ. . .
გული იცი რაზე მტკივა?. . . ისე რომ აღარ მენატრები,
როგორც მენატრებოდი. . . არადა მინდა, რომ ისევ ისე
მენატრებოდი და ისევ ისე მიყვარდე. . . შენ ხომ
ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული ხარ. . .
ეს ხომ გულწრფელი სიყვარულია, რომელშიც არანაირი
გამორჩენა და სიბინძურე არ არის. . . წმინდა სიყვარული,
რომელიც უპასუხო დარჩა და რომელიც ძალიან დაუცველია,
მაგრამ მე ვცდილობ დავიცვა ის და გადავარჩინო. . .
რადგან როცა შენ შეგხვდები კიდევ ერთხელ განვიცადო ის,
რასაც განვიცდიდი და კიდევ ერთხელ ვიგრძნო თუ რას
ნიშნავს სიყვარული. . . წმინდა სიყვარული. . .
მინდა შენ მომწმინდო ის წმინდა ცრემლები,
რომელიც შენს გამო მოევლინა ქვეყანას და რომელიც
შენ დააშრე. . . მინდა ვიგრძნო შენი სუფთა გულის ძგერა. . .
როცა გნახავ ჩაგეხუტები და არ მოგცემ წასვლის საშუალებას.
. . არ მოგცემ იმის უფლებას, რომ კიდევ ერთხელ
მიმატოვო და კიდევ ერთხელ მომიკლა გული. . .
არადა როგორ მინდოდა მეთქვა შენთვის თუ როგორ
მიყვარდი და როგორ ვოცნებობდი შენზე. . .
მაგრამ შემეშინდა, რომ ვერ გამიგებდი და
სამუდამოდ დაგკარგავდი. . . ჩემს პატარა. . .
სათუთ და მიამიტ სიყვარულს შენი აზრის შეეშინდა. .
. და ისე გაფრინდი ზეცაში, რომ ამ პატარა გრძნობის
შესახებ არაფერი გაგიგია. . . ვნანობ იმას, რომ
შენთვის არ მითქვამს არაფერი. . . არადა როგორ მინდოდა,
მაგრამ ვერ გავბედე. . . მაპატიე გთხოოვ. . . მაპატიე, რომ ვერ გავბედე. . .
მე მიყვარს ცა, მიყვარს მზე, მთვარე, ვარსკვლავები...
მიყვარს დედა, მამა, ძმა, მეგობრები...
მე მიყვარს ყველაფერი, რაც ჩემს ირგვლივაა..
.მიყვარს ქუჩის ის მონაკვეთი, რომელზეც ყოველდღე
დავდივარ, მთაწმინდის ის ხედი, რომელიც ჩემი ფანჯრიდან იშლება...
წვიმა... თოვლი... ქარიც კი მიყვარს...
მიყვარს ბუხრის წინ თბილად ჯდომა, ხელში წიგნი,
გარეთ თოვლი და ბებიას გამომცხვარი ნამცხვარი...
მიყვარს ზაფხული-ცხელი, მზიანი, წვიმიან ამინდში კი
ზღვის პირას ჯდომა... სევდა... ჯაზი...
მიყვარს სვეტიცხოველი, ჯვრის მონასტერი, გელათი...
მიყვარს, როდესაც მათი შემყურე თავი ღმერთი მგონია,
ყოვლისშემძლე ღმერთი...
მიყვარს მეცხრე კლასი... იმ დროს მომხდარი ტკბილი
მოგონებები, პირველი სიყვარული და...
...შოკოლადი...
ოქტომბერი...
მიყვარს სილამაზე...
გვირელებით მოფენილი მინდორი...
მზის ჩასვლა...
მიყვარს, როდესაც დილით ნისლის ცისკენ მიიწევს და
მთვარის წყნარი შუქით სავსე სივრცეები იშლება...
ამ დროს კი ღმერთის მშურს, მას წამის შეჩერება შეუძლია და მისით ტკბობა,
მე-არა...
მე მიყვარს მშვენიერება...
ის...
მიყვარს, როცა ღამე ჩუმი ნაბიჯებით მოიპარება...
მე მიყვარს ცხოვრება...
მე მიყვარხარ შენ...
თოვს.... მთვარის შუქზე ცეკვავენ ჩრდილები....დუმილი მეფობს....
თოვს.......
ისე თოვს ისე....
ქალაქი ანგელოზების სუნია.....
თოვს და მე მარტო ვარ....
გარდაცვლილის სურათივით ვიყურები ფანჯრის ჩარჩოდან,
ფიფქები კი მიფრინავენ....
ცეკვავენ.....
მოდიან....
თითქოს სამუდამოდ აპირებენ დარჩენას.....
ღიმილიანი ფიფქები.......
თოვს...... თოვს.......
არც ერთი ნაფეხური თოვლში.....
არც ერთი უხეში ფერი....
სითეთრე და სინაზე....
მე ვდგევარ ამღვრეული და დაღლილი....
მე ვარ უხეში ფერი....
ამ თოვლში.....
შემიყვარდა ეს ლამაზი თოვლი....
უკვე თენდება.....
არ მინდა....
არ მინდა ეს თოვლი დასვარონ.....
რატომ არ გვაქვს ფრთები?
ნეტავ ფრენა შეგვეძლოს....
მე შორს გავფრინდებოდი....
მეგონა ამ ღამეს ყველაზე და ყველაფერზე მარტო ვიყავი....
და გამეცინა....
როცა გავიგე,
რომ თურმე შენ....
შენც.... ჩემსავით.....
ასე იდექი პორტრეტივით ფანჯარაში და იგივეს ფიქრობდი.....
თვალებს ახელ და ვერაფერს ხედავ. . .
როცა თვალებს ახელ და ვერაფერს ხედავ შენს გარშემო ძალიან ცუდია. .
არადა გინდა, რომ დაინახო. . . მაგრამ წარსული
არ გაძლევს ამის საშუალებას. . . წარსულში ჩარჩენილი
ბოღმა და ცილის წამება არ გაძლევს ამის საშუალებას. . .
წარსულში ჩარჩენილი ბოღმა და ცილისწამება
შენს გულზე ცხელი მახვილივით ეცემა. . .
თითქოს შენში არ დევს არც ერთი გრძნობა და ემოცია. . .
უბრალოდ რაღაც გამოხატულებად იქეცი. . .
წამიერ გამოხატულებად. . . იმპულსებად. . .
გინდოდა საკუთარი თავის პოვნა და დამკვიდრება,
მაგრამ არ მოგცეს ეს ამის საშუალება. . .
შენს მიამიტ და მეგობრულ თვალებს ვერავინ ვერ
ამჩნევდა და ბოლოს ამ თვალებში ნელ-ნელა შურიძიება ჩაგროვდა. . .
თითქოს აღარ გინდა იცოცხლო, მაგრამ ვერც სიკვდილს
ბედავ და ცდილობ ბრძოლას. . . შენი ცხოვრება წაქცეულ,
უემოციო კაცს მაგონებს, რომელიც წამოდგომას ცდილობს,
მაგრამ ყოველი მცდელობის შემდეგ ისევ უნებლიედ
და უმოქმედოდ ძირს ეცემა. .
. დაღლილი თვალებით შეხედავ ზეცას, რომელშიც თითქოს
მიუწვდომელ იმედებს ხედავ, მაგრამ ესეც ამაოა. . .
როდემდე??? როდემდე შეიძლება ბრძოლა????. . .
ყველა შენს წინააღმდეგ. . . შენ ყველას წინააღმდეგ. .
. ვერაფრით ვერ იმსუბუქებ ცხოვრებას და ვერც ვარდისფერი
ფერები ვერ გშველის, არადა ერთ დროს ვარდის კოკორივით
ცდილობდი გაფურჩქვნას და არ დაგცალდა,
მაშინვე დაგაჭკნეს, თითქოს ნაადრევად დაბერდიო. .
. ახლა კი შემოდგომა დაგიდა, უკვე ფოთოლცვენაა. . .
შემოდგომაზე დაიბადე და ალბათ მაქედან გამოგყვა ცივი ხასიათი. . .
შენი იმედები ვარდის დამჭკნარი ფოთლებივით ცვივა ძირს,
გინდა გააგრძელო ცხოვრება, მაგრამ აღარ შეგიძლია აღარაფერი.
. . აღარაფრის თქმის სურვილი აღარ გაქვს. . .
შენ ხომ თავის გამართველის საშუალება არ მოგცეს,
ისე გაგასამართლეს და გაკურთხეს იუდად. .
. არც შენი გული აინტერესებს არავის და არც შენი ფიქრები. .
. ეს არის დღევანდელი გადასახედის თანამედროვე
მწარე რეალობის ცხოვრება. . . შემიძლია თამამად ვთქვა,
რომ დიდი ხნის ბრძოლა აღარ დაგრჩენიათ სიბნელეში,
სადაც გოდების კედელთან ჩამომჯდარი შენი სევდა გელოდება. .
. შენ ალბათ სიკვდილის ანგელოზად იკურთხები და თან
წაიყვან მტანჯველი სიკვდილით შეპყრობილი ადამიანებს,
რათა შეიმსუბუქო ტანჯვა და მათი ტკივილი საკუთარ თავზე აიღო. .
. ახლა კი განაგრძობ მოსაწყენ შენთვის სუნთქვას და ნეტავ
ვინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება ეს. . და აი ვამჩნევ შენს
ნათელ თვალებს, რომელშიც შეუმჩნევლად ჩაგროვებულა
სიბნელე და დიდი წყვდიადისა და სისხლის ლაქა, რომელიც
შენი წამების შემდეგ შემორჩა ამ თვალებს. . . თვალებს,
რომელიც ერთ დროს უდიდესი სიყვარულით და დიდი
იმედებით იყურებოდნენ ვარდისფერ და ნათელ სივრცეში,
მაგრამ ახლა ყველაფერი დამთავრდა. . . მეც დავიღალე. . .
დავირალე ცხოვრებით და ამაოებით. . .
როცა შენივე თვალებით ხედავ რომ შენი მეგობარი
ცდილობს როგორმე გამოგიყვანოს მდგომარეობიდან,
გაგაგიჟოს,გაგაბოროტოს და თავზე ხელი აგაღებინოს,
მხოლოდ მიუტევე,მიუტევე!!!შენი თავი იქ,იმ ბურუსში
დააყენე სადაც თავად დგას და შეიცოდე,არ მოჰკლა,
აპატიე,შენ ხომ მართალი ხარ?
პირიქით,პირველი შენ დაუჩოქე და სთხოვე იწამოს
ღმერთი და არ შეურაწჰყოს ეს სუფთა და ჭეშმარიტი მეგობრობა.
კიდევ და კიდევ დაუჩოქე!ეს უნდა შესძლო, ადამიანო!!!
ეს უნდა შეძლო!!!სხვა გზა არ არის და არც სხვა მზე ანათებს ცაზე...
თორემ ეს ჩვენი მეგობრობა დაემსგავსება იმ სირცხვილისგან
თავდახრილ მთებს რომელნიც ერთ დროს ამაყად იდგნენ
და თავს იწონებდნენ სიმტკიცით,ეხლა კი თავმოჭრილები,
სირცხვილგადამწვარები, დგანან ერთმანეთის პირისპირ
გეიზერებად და ყოველ წამს ვულკანის ამოფეთქვას ელოდებიან...
ყოველ წამს შეგვიძლია ერთმანეთს სახეში ვთსხლიშოდ სილა,
ყოველ წამს შეგვიძლია ფესვებიანად ამოვთხაროთ
ნდობაზე ამოქარგული ასწლოვანი მუხა...
კიდევ და კიდევ,დაუჩოქე!ეს უნდა შესძლო,ადამიანო!!!
ეს უნდა შეძლო!სხვა გზა არ არის და არც სხვა მზე...
შენ გეკუთვნის ყველა ჩემი ამოსუნთქვა. გაზაფხულზე
ახლად აყვავებული ნუშის ყვავილებსაც შენ გჩუქნი.
შენი იყოს მორცხვი იების გულის შემძვრელი სურნელი.
შენთვის მემეტება ცისარტყელას ყველა ფერი და რასაც
სამყაროშენ გეკუთვნის ყველა ჩემი ამოსუნთქვა. გაზაფხულზე
ახლად აყვავებული ნუშის ყვავილებსაც შენ გჩუქნი. .
. შენი იყოს მორცხვი იების გულის შემძვრელი სურნელი. .
. შენთვის მემეტება ცისარტყელას ყველა ფერი და რასაც
სამყაროში შეიგრძნობ და ხედავ ყველაფერი შენთვის მინდა. . .
სადღაც უსასრულობაში უვარსკვლავებოდ, უმთვარეოდ
შეიძლება გავძლო, მაგრამ უშენოდ და უმზეოდ არ შემიძლია. .
. ჩემი არსებობა უშენოდ არარაობად იქცევა და ემსგავსება
დღეთა ქრონიკებს, სადაც ყოველი დღე ერთნაირია ,
ცარიელი და არაფრისმთქმელი. . .
ყველანაირი "უ" მისაღებია ჩემთვის , მაგრამ უ-შენობა
მანადგურებს, ჩემს სხეულს ანგრევს. . . ცარიელ შენობად მაქცევს ,
რომელშიც ყველასგან მიტოვებული სულები დაბორიალობენ უთავბოლოდ. . .
სიტყვა მიყ-ვარ-ხარ არ შეიძლება არსებობდეს ისე თუ მე არ ვარ და შენ არ ხარ. . . .
ხოდა რადგანაც მე ვარ და შენც ხარ. . .
სწორედ ამიტომ ძალიან მიყ-ვარ-ხარ. . . . . .
.ში შეიგრძნობ და ხედავ ყველაფერი შენთვის მინდა.

შეიძლება გავძლო, მაგრამ უ-შენოდ და უმზეოდ არ შემიძლია.
ჩემი არსებობა უშენოდ არარაობად იქცევა და ემსგავსება

ცარიელი და არაფრისმთქმელი...
ყველანაირი უ მისაღებია ჩემთვის , მაგრამ უ-შენობა მანადგურებს,
ჩემს სხეულს ანგრევს. ცარიელ შენობად მაქცევს ,
რომელშიც ყველასგან მიტოვებული სულები დაბორიალობენ უთავბოლოდ...
სიტყვა მიყ-ვარ-ხარ არ შეიძლება არსებობდეს ისე
თუ მე არ ვარ და შენ არ ხარ.ხოდა რადგანაც მე ვარ და შენც ხარ,
სწორედ ამიტომ ძალიან მიყ-ვარ-ხარ...
მარტო ვზივარ, მოვიწყინე ბნელ ოთახში, ბნელა იმ ოთახში, სადაც
არავინ, არავინ, არავინ მეგულება. . . . სადაც სიჩუმე ფანტავს ოცნებას
სიჩუმე არღვევს აქ მეუფებას, რომელიც ძლეულს ერთს შეუძლია. . .
ბნელა ოთახში და მე ისევ მარტო ვარ, მე და სიბნელე. . .
სიჩუმეა, ძველებურად გარინდულია აქ ყველაფერი. . .
. სიჩუმე მიხმობს. . . . ეს უცნაური დიადი შეგრძნება. .
. გულში მიხუტებს. . . . ჩემი გულის ხმა მხოლოდ მას ესმის. . .
. მხოლოდ მას ესმის იმ თბილი ალერსის,
რომელიც უწინ იმ კაცს ესმოდა. . . იმ ერთადერთს. . .
კაცმა, რომელმაც თბილი ალერსი მე შთამაგონა. . .
ლამაზი სიტყვები. . . თბილი ხელები. . . წყლიანი თვალები. . .
ნაზი მოფერება. . . ალერსიანი თბილი ამბორი. . . .
ასე უსასრულოდ, ეს მან მასწავლა. . .
ბნელ დიდ ოთახში, სადაც ოდითგან სიჩუმე ფანტავს
ლამაზ ოცნებას, სადაც მრავალჯერ მე მიფიქრია,
სადაც მრავალჯერ დანგრეულა უბიწო კოშკი. . . .
აქ მოფერებით ჰაერი სუნთქავს, აქ სიახლოვე ეულად რჩება,
აქ ბევრი ფიქრი უსასრულოა, აქ ყოველივე უსახურია. . .
ბნელ დიდ ოთახში ახლა მარტო ვარ! ბნელა და ცრემლები
მარგალიტივით უღიმიან მოგონებებს, ბნელა და ცრემლები
მისი ხელებივით ეალერსება მოწყენილ ღაწვებს, გაბუტულ ტუჩებს. . .
მარგალიტები მოეხვია ყელზე სათუთად, მარგალიტები, სველია ისინი. . .
ბნელ დიდ ოთახში თეთრი პერანგი მოჩანს ლანდივით, ირხევა,
თრთის თუ ეშინია?! ნაცნობ სარეცელზე უკვე ის აღარ წევს. . .
ნუთუ დამივიწყე?! ჩუმად, ფაქიზად გადმოვიღებ იმ ძველ სურათებს. . .
ვათვალიერებ. . . სიბნელე არის. . . არ მოჩანს არსით სხივი ნათელი. . .
. ბნელ, დიდ ოთახში ეულად დარჩენილი არვის მოველი
იმ კაცის გარდა, რომელიც არ ჩანს, დააგვიანდა!. . დააგვიანდა!. .
. კმარა უკვე ფიქრიც, კმარა, მის მაგივრად სიბნელე დამეუფლა!. . .
ბნელა დიდ ოთახში. . . ბნელა, კვლავ მარტო ვარ. . .
ლოდინი.........
მე აქ ვარ,
ფეხაკრეფით დავიარები ოთახთა შორის.
მე აქ ვარ მომაკვდავი
და მომლოდინე შორეულ ფიქრთა მომწყვდეული ირგვლივ კოშმარში.
ლოდინის მიერ მიყენებულ ჭრილობას მძიმეს ნაღველს
და დიდ ჭრილობას ჭრილობას მატებს....
სევდას დაჩრდილულს მოლოდინით აღსავსე სულით..
თითქოს მარტო ვარ და სიმარტოვეც ჩემს წუხილს ერთვის.
შორს გატყორცნილი იმედივით შევყურებ ფანჯრებს.
ფანჯრებს ჭუჭყიანს, დაორთქლილს და სულ მთლად დათოვლილს.....
ცაში ავაპყრობ ნამტირალ თვალებს, ცრემლებით სავსეს,
შენს დაბრუნებას ციდან ველი ცისფერ ქარავნით.
ო, როგორ შორს ხარ!ო, როგორ შორს ხარ!....
ცრემლები ტანჯვას უერთდება, ტანჯვას მწამებლურს,
ფიქრთა ბურუსში გზააბნეულს სევდა გამრიყავს,
ტანჯვას ვით ქცეულს, მოლოდინის ცხოველურ სურვილს,
მარტოდ მტანჯველი შენს საძებრად მომიწევს გული.....
გთხოვ მაპატიო და შეიწყალო ცოდვილი სული,
მე არ ვიყავი ღირსი შენი,შენი დანდობის.......
არვიცი...რატომ...მაგრამ...
რამდენჯერ მინდოდა მეთქვა მიყვარხარ,მაგრამ ვერ
ვბედავ.რაღაც მაბრკოლებს,ალბათ ეს მხოლოდ
ღმერთის მიერ.ღმერთის სურვილით მოხდება,
მაგრამ იცოდე,რომ ფიქრებში,ოცნებებში ყოველთვის
გეუბნები ნაცნობ ფრაზას,რომ:”მე შენ მიყვარხარ.”
განა ძნელია რომ ეს სამი სიტყვა ვთქვა?_არა ძნელი
არ არის,მაგრამ შენ წარმოიდგინე რომ ძალიან
დიდი ნიჭი უნდა ამ სიტყვის თქმას.მთავარია შენ იყო
კარგად,ხოლო ოდესმე ალბათ ვისწავლი,თუ როგორ
უნდა ამ ფრაზის წარმოთქმა.დავუშვათ ვთქვი ეს სამი
სიტყვა,მაგრამ მერე რა?მე არც კი ვიცი შენ თუ გაგახარებს
ამ ნაცნობი სიტყვების გაგება,თითქოს ვისწავლე ამ სამი
სიტყვის თქმა,მაგრამ ეხლა უკვე შენი სახის გამომეტყველებით
თუ ვიმსჯელებთ უკვე გვიანია.შენ სულ სხვა გიყვარს,თურმე
რა ხანმოკლეა ადამიანის ბედნიერება:შენ მე გიყვარდი,
მე კი თავს ვიფასებდი,ეხლა მე მიყვარხარ,შენ კი...
უკვე სხვა გიყვარს.ვერც კი მოვასწარი შენთვის მეთქვა:
თუ როგორ მიყვარხარ,თუ როგორ მჭირდები და როგორ
მინდა შენი სურნელის შეგრძნება.ამ ყველაფრის თქმა მე
არ დამცალდა და ისევ აღმოვჩნდი ცალმხრივი სიყვარულის
მსხვერპლი.მარტო მე მიყვარხარ ისე,რომ ვერცერთი გოგო
ასე ვერასდროს ვერ შეგიყვარებს.ალბათ სიცოცხლის
ბოლომდე შენი სიყვარულის მსხვერპლი ვიქნები.ალბათ
ამაზე მეტი არაფრის ღირსი არ ვარ,უკვე არ ვიცი რა ვთქვა.
არა?!_იცი რას ვიზამ?შენი სახლის წინ დავდგები და ვიყვირებ,რომ:”მე შენ მიყვარხარ!!!”დაგვიანებით,მაგრამ ხომ იცი:"სჯობს გვიან,
ვიდრე არასდროს!!!”
წვიმს... წვიმის წვეთები ლამაზი ქალის თვალებიდან
ჩამოვარდნილი ცრემლებივით იკარგებიან ცოდვილ
დედამიწაში... უჩინარდებიან... თითქოს დიდი ხნის
წასული შვილი უბრუნდებაო მონატრებულ დედას...
ცოდვილი დედამიწაო... სასაცილოა!....
ადამიანი. გულის კარნახი!... მზაკვარი სული. არა!...
ცოდვილი სული... მშფოთვარე....
...დაუდგრომელი...
...ახლის მაძიებელი და უნებლიე შემცოდველი... ნუთუ უნებლიე?...
არა! ესეც სიცრუეა... სურვილი ერთია... ქმნაც ერთია!...
უმძიმს დედამიწას... უმძიმს ცოდვილი სულის ზიდვა...
განა მარტო სულის?... არა! ადამიანის სხეულს ამოფარებული სულის,
რომელიც უფრო ამძიმებს ცოდვას მისას...
...მაგრამ... ხანდახან... ხდება სასწაულიც...
დაიბადება ხოლმე ბუმბერაზი ადამიანი,
რომლის ტარებაც ბედნიერებაა...
წვიმამ გადაიღო...მიწისფერი ღრუბლები
ერთმანეთის მიყოლებით მიცურავენ ცის კაბადონზე...
ვარსკვლავთა კამარა შეიკრა ცაზე...
ვარსაკვლავი. უბადლო ბრწყინვალება...
ლამაზი. ძალიან ლამაზი... გუშინ არ ყოფილა..
. ყველასგან ირჩევა...
...ნუთუ კვლავ მოხდა სასწაული?

კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო. კომენტარები მოწმდება!