მე სხვა ვარ და მიყვარხარ
დიახ, მე სხვა ვარ და მიყვარხარ, სხვაგვარად, მეტად.
ყველაზე მეტად, რაც კი გრძნობა არსებობს ქვეყნად.
ბედნიერი ვარ ,იმიტომ რომ მახარებს ცოტა, ისე ცოტა
, რომ უშენოდაც შენს სახელს ვბოდავ.
მერე ღიმილი ეპარება ბაგეს დარდიანს,
და გზებში როგორც თბილი ქარი ისე დავქრივარ.
დიახ მე სხვა ვარ და ჩემნაირს ვერ ნახავ ვერსად,
გაგეცინება მაგრამ ამას ხმამაღლა ვბედავ.
რომ, მე მიყვარხარ სამყაროში ყველაზე მეტად

კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო. კომენტარები მოწმდება!