იცი როგორია ნამდვილი მონატრება?
იცი როგორია ნამდვილი მონატრება?

იცი როგორია ნამდვილი მონატრება?
საშინელი.ძვლების ატკივებამდე გენატრება.
ჰაერი, რომელიც შენს ფილტვებში ჩადის
არ გყოფნის. გული გეკუმშება, შიგნით შენი
მონატრება ჩასახლებულა და ხელს იმდენად
მიჭერს რომ არსებობის საშულებას არ მაძლევს შენს გარეშე.
წუთში 60-ჯერ შენი სახელი მიტრიალებს გონებაში.
დღეები იზლაზნება და ამავედროს საშინლად
სწრაფად გადის. ითვლი და ხვდები, რომ
მონატრებისთვის ყოველი წამი ძალიან ბევრია!
საღამოს, მონატრება უფრო გეძალება და
ცრემლები თვალის გუგებს ასკდება. მერე დუმხარ,
დუმხარ და ფიქრობ
რას განიცდის თავად?
არეული ფიქრები ისევ იკვლევენ გზას და ყველაფერი
ცუდი ერთაად იყრის თავს.
გინდა მასთან გაიქცე ჩაუხუტო და არასდროს გაუშვა.
ერთიანად გახსენდება მისი ყოველი ნათქვამი სიტყვა და
გამბედაობას ვერ იკრებ, რომ დაურეკო! არის რაღაც,
რაც გაკავებს და ხელ-ფეხს გიკრავს.
ეს არაა თავმოყვარეობა ან რამე მსგავსი. ესაა შიში. შიში,
რომელიც თავადაც არ იცის საიდან გაჩნდა შენს სხეულში.
გინდა სამყარო იყო და შენში მოიქციო მისი მთლიანი
ადამიანობა თავისი სხეულით და სულით. ყველაფერს
ეტყობა მონატრება! ტელეფონის ეკრანი სასურველი
სუბიექტის ფოტოებით სავესეა. მერე ათვალიერებ
ფოტოებს და ყველაზდ მეტად ის მოგწონს ერთად
რომ უნდა გადაგეღოთ და არ გადაგიღიათ. მაისური,
რომელსაც მისი სურნელი ასდის ტანზე ისე მაქვს
შემოცმული რომ მის არსებობს გრძნობ მისი არ
არსებობით! მერე ხვდები,რომ გტკივა! გტკივა იმდენად,
რომ ვერ გამოთქვამ. არ გძალუძს. მონატრება
ეს ის დაავადება, რომელსაც თავად ის ადამიანი
კურნავს ვისაც ეს მონატრება მიემართება.
და მაინც ახლა
შენს არ არსებობას ვგრძნობ შენი არსებობით !..
ისტორიები g785904 3 0 04 თებ 2023, 6:41 PM
კომენტარები ჯერ არ არის, შეგიძლიათ გახდეთ პირველი!
კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო. კომენტარები მოწმდება!
Love » ისტორიები » იცი როგორია ნამდვილი მონატრება?

Old login form