წაიღე ჩემი გული
წაიღე ჩემი გული…თუნდაც სულ პატარა ნაწილი…
ჩუმად მოეფერე და ბალიშის ქვეშ შეინახე…
როცა შეგცივდება, ის გაგათბობს და სიყვარულის
ზღაპარს მოგიყვება როცა მოგეწყინება…
თავი დაადე და მშვიდად დაიძინე…
ის ლამაზ მაგნოლიებზე უფრო ნაზია და ბუმბულივით ფაფუკი…
მოგეფერება, ტკივილს გაგიყუჩებს…გულის გულში ჩაგიკრავს…
არასოდეს გიღალატებს…არ მიგატოვებს…
სიბნელეში გზას გაგინათებს და ვერასოდეს ვერაფერი ჩააქრობს…
ის არაფერს ელოდება შენგან სანაცვლოდ …
და ვერც ვერაფერი შეაშინებს…თუ რამე შეგემთხვა
ან ვინმემ გული გატკინა, ის შენს ტკივილსაც გაუძლებს
…მოთმინებით აიტანს ყველაფერს…უბრალოდ ცოტას
მოიწყენს,ძალას მოიკრებს და კიდევ უფრო მეტად შეგიყვარებს…
მას შენთვის სიცოცხლეც არ ენანება…ის შენია…მხოლოდ შენი…
.მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს…
როდესაც ის ბედნიერებისგან გასკდება და თვალებს დავხუჭავ,
მინდა მას შენი თბილი ტუჩები კიდევ ერთხელ შეახო

კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო. კომენტარები მოწმდება!