მინდა გავბედო და დავწერო
მინდა გავბედო და დავწერო, რომ აბურდული ძაფი
ისევ სწორად დავახვიო გორგალზე და სხვებთან
ერთად თავისი ადგილი მივუჩინო.
მინდა გავბედო და შევაღწიო საკუთარ ფიქრებში,
რომ თავად არ ავიხლართო მათში.
მინდა გავბედო ხმის ამოღება და კივილი,
მხოლოდ ამჯერად საკუთარ თავს ვუკივლებ
დაშვებული შეცდომების გამო.
მინდა გავბედო და ხელახლა ვცადო დალაპარაკება,
ახლა მხოლოდ იმ თემებზე, რომლებსაც შენ აარჩევ.
მინდა გავბედო და ძლიერად გაკოცო, მაშინ როცა
ამას ყველაზე ნაკლებად ელი. ამ შემთხვევაში შენი
ტუჩები ყველაზე გულწრფელნი იქნებიან. მე კი ამას ვერ შეგპირდები.
მინდა გავბედო და ხმამაღლა გითხრა, რომ არ გაცდი სიკვდილს.
მინდა გავბედო და ვაღიარო, რომ მეშინია.
მინდა გავბედო და გამოგიტყდე, რომ მიჭირს შენი ყურება,
რომ არც ისე ძლიერი ვარ.
მინდა გავბედო და დაგარტყა მაშინ, როცა სისულელეებს
როშავ და შემდეგ იჯერებ შენ ნათქვამს.
მინდა გავბედო და ატირებული თვალები აღარ დაგიმალო თავის გაწევით.
მინდა გავბედო და შეგანჯღრიო, რომ აზრზე მოხვიდე.
მინდა გავბედო და დაგანახო ის, რაც მტკივა.
მინდა გავბედო და ბოლომდე განდო ჩემი მომავალი.
მინდა გავბედო და დავიძინო შენს გვერდით.
მინდა გავბედო და გითხრა, რომ მარტო არ ხარ.
მინდა გავბედო და დავარღვიო სიჩუმრე, რომელიც გგუდავს.
მინდა გავბედო და გავანათო სიბნელე, რომელიც გაშინებს.
მინდა გავბედო და გიმღერო სიმღერა, რომელიც ჩემშია.
მინდა გავბედო და მსოფლიოს მოვუყვე შენზე.
მინდა გავბედო და ხელახლა დავწერო შენზე.
მინდა გავბედო..
მაგრამ ახლა მხოლოდ ღამის ორი საათია
და მე მხოლოდ ძილს ვბედავ.

კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო. კომენტარები მოწმდება!