შენ ხარ წვიმის შემდეგ
შენ ხარ წვიმის შემდეგ თბილი სურნელით გაფერადებული ჰაერი,
რომლის მიღება არასდროს მაკმაყოფილებს.
ხე, რომელიც ჩემი აივნის წინაა და ღამით ფიქრისას
ყოველთვის ვცდილობ მივწვდე(ორივენაირად).
შენ ხარ ნივთიერება ჩემს ტვინში, რომელიც ჩემს
ნეირონებს ყველაზე ჩქარა და დიდი ხნით აკავშირებს.
საყვარელი ბლოკნოტის ფურცლები, რომელთა სუნიც მაგიჯებს,
მუზას მაწვდის და გონებას მიღვიძებს. ფურცლები,
რომლებზეც ჩემი თავი გადამაქვს და ვჩუქნი სიცოცხლეს.
შენ ხარ ზღვა დილის 6 საათზე, როცა გარედან ყველაზე ცივი,
თუმცა შიგნიდან ყველაზე თბილია და ვერავინ გაიგებს ამას,
რადგან ამ დროს ყველას ძნავს, მე კი ვტკბები. შენ ხარ ოკეანე,
იდუმალი, მღელვარე და თავისუფალი. შენ ხარ ხმა ჩემს თავში,
რომელიც ტირილისას მესმის, რომელიც მაძინებს და
რომელიც ერთადერთია რასაც ჩემი სრულყოფილად გაგება შეუძლია.
შენ ხარ მზე, რომლისთვისაც მუდამ თვალის გასწორებას ვცდილობ,
მაგრამ არასდროს გამომდის იმიტომ, რომ ჩემს ზემოთაა და სოცრად ანათებს.
შენ ხარ ჩემი სულის ანარეკლი, რომელიც ჩემს თვალებშიჩანს.
თითები, რომლებიც ხანდახან ემოციებს ძერწავენ და სითბოს აფრქვევენ.
ღამე, რომელიც თითქოს სახეზემეფერება. შენ ხარ გზა,
რომელზეცსეირნებოა არასდროს მომბეზრდება. წიგნი,
რომლის სტრიქონები ზეპირად ვიცი და რომლის წაკითხვას
დამთავრებისთანავე ვიწყებ, რადგან ყოველჯერზე ახალს
ვპოულობ მასში. შენ ხარ ანარეკლი, რომელსაც სარკეში
ჩახედვისას ვხედავ. ფიქრი, რომლითაც ყოველ დილით ვიღვიძებ.
ენერგია, რომელიც ჩემში იბადება. მიღწევა, რომელსაც
ბოლომდე რეალურად ვერასდროს მივაღწევ. სრულყოფილება,
რომლისკენაც მივილტვი. ჩემი სახლის 10 კიბე, რომელსაც
ყოველ ასვლა-ჩამოსვლაზე ვითვლი და რომლის გავლაც
ყველაზე მეტად მიხარია; რომელსაც სიხარულით ხუთ ნაბიჯშიგავდივარ.
შენ ხარ საყვარელი სტრიქონი წიგნში და ჩემს ცხოვრებაში.
საყვარელი სიმღერა, რომელსაც არასდროს მოვიბეზრებ.
საყვარელი ზედა, რომელიც ამოჩემებული მაქვს და ჩემი
კანის სუნია მასში ღრმად გამჯდარი. შენ ხარ აურა, რომელიც
მუდამ თან დამყვება. მთები, რომლებშიც თავისუფლებას ვეძებ.
დრო, რომელიც არასდროს მყოფნის. პლედი, რომელსაც
არავის ვაძლევ, რომლის შეხებაც ღიმილსმგვრის. სავარძელი,
რომელშიც ყველაზემყუდროდ ვარ და ყველაზე მეტად მიყვარს
წიგნისთვის. ჩაი, რომელსაც რამდენიმე ყლუპში ვსვამ.
შენ ხარ ყველაფერი ჩემს გარშემო და ყველაფერი ჩემში !

კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო. კომენტარები მოწმდება!