რაც მეტს ვფიქრობ
რაც მეტს ვფიქრობ

რაც მეტს ვფიქრობ, უფრო მეტად ვრწმუნდები რამდენად
მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე ფიქრი და საკუთარი
მიზნებისკენ სწრაფვა. არავინ დაა არაფერი, მხოლოდ
დასახული ოცნებადქცეული მიზანი და ნაბიჯ-ნაბიჯ სვლა,
შენსავე ჩავარდნებზე მუშაობა…

ამდენი დისტრაქტორის წყალობით ძალიან რთულია
ამ ყველაფრის განხორციელება. არის რაღაც სიშავე,
რომელიც გკუმშავს, გასუსტებს, გითრევს და გაპამპულავებს,
როგორც პატარა თოჯინას. გინდა იყო ეგოცენტრული,
მაგრამ სოციალური გავლენების ქვეშ ექცევი.. ყოველთვის
არ ხდება საკუთარი თავის მოწონება, დაფასება და სიყვარული.
არ არის მარტივი იძულება. ისინი ვინც წნეხს ვერ ეწინააღმდეგებიან
იკარგებიან, დახმარება სჭირდებათ, იდღვიბებიან ხალხში..

არ მისცე საზოგადოებას შენი გადათელვის უფლება.
იყავი ძლიერი! მოგწონდეს საკუთარი თავი! დააფასე ორგანიზმი,
რომელშიც ცხოვრობ, რადგან ის ერთადერთია,
ვინც ჭირსა თუ ლხინში სულ შენს გვერდით იქნება.
გიყვარდეს შენი თავი იმ ნაკლოვანებების მიუხედავად,
რომლებსაც ასე ბნელ ფერებში აღიქვამ. მერე რა,
რომ ბევრი რამე არ მოგწონს, მერე რა, რომ რომ არ ხარ საუკეთესო,
მერე რა რომ სხვებს არ მოსწონხარ. მთავარია გქონდეს რწმენა იმისა,
რომ შენ ხარ უნიკალური, იდეალური შენსავე დისპოზიციების,
შინაგანი მახასიათებლების, პლიუსებისა და მინუსების წყალობით.
არ არსებობს ორი ერთნაირი პიროვნება.

არ ხარ ისეთი ცუდი, როგორ ჭაობსაც წარმოიდგენ საკუთარ
თავზე ფიქრის დროს. გადალახე როლების არჩევის სტადია
და ჩამოიყალიბე სწორი ეგო იდენტობა! სწორია ყველაფერი
რაშიც თავს კომფორტულად გრძნობ. ნუ გაირიყები.
გაემიჯნე იარლიყებს და იყავი შენ! იყავი მე!
ისტორიები g785904 3 0 27 იანვ 2023, 11:30 PM
კომენტარები ჯერ არ არის, შეგიძლიათ გახდეთ პირველი!
კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო. კომენტარები მოწმდება!
Love » ისტორიები » რაც მეტს ვფიქრობ

Old login form