როდესაც მამაკაცს ქალი ნამდვილად უყვარს
როდესაც მამაკაცს ქალი ნამდვილად უყვარს

როდესაც მამაკაცს ქალი ნამდვილად უყვარს,
ყურადღება, ზრუნვა, სითბო ჩვეულებრივად თავისთავად მოდის.
ეს უბრალოდ მისი შინაგანი მოთხოვნილებაა,
იზრუნოს სუსტ არსებაზე და დაიცვას, მისცეს ყველაფერი
რაც მის ძალებს არ აღემატება. რაც შეეხება ფინანსებს,
ასეთია ცხოვრება, ზოგი მდიდარია და ზოგი ღარიბი.
ფულით, თუ უფულოდ, ყურადღების გამოხატვა ყველა
შემთხვევაში შესაძლებელია. თუ მდიდარ მამაკაცს
შეუძლია საყვარელი ქალის არაჩვეულებრივი
სიურპრიზებით გაოცება და გაბედნიერება,
ღარიბ მამაკაცსაც შეუძლია თავისი მოკრძალებული საჩუქრით,
თუნდაც მინდვრის ყვავილებით ქალის თვალების სიხარულით ანთება,
რადგან საქმე ძვირფას საჩუქრებში კი არა, არამედ
გულწრფელი სიყვარულით გამოწვეულ თბილ მზრუნველობაშია..
სულ კითხულობენ მამაკაცები რა სურთ ქალებს?--სიყვარული,
სითბო, ყურადღება, მზრუნველობა, გვერდში დგომა...
ყოველი ქალი მარტოსულად იბადება და მთელი
ცხოვრება მონათესავე სულს ეძებს, რომელიც ჭეშმარიტად
მისი მეორე ნახევარი იქნება და ვისი წყალობითაც
შეეძლება თავი სრულფასოვნად იგრძნოს.
ისტორიები g785904 3 0 27 იანვ 2023, 10:49 PM
კომენტარები ჯერ არ არის, შეგიძლიათ გახდეთ პირველი!
კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო. კომენტარები მოწმდება!
Love » ისტორიები » როდესაც მამაკაცს ქალი ნამდვილად უყვარს

Old login form