მუსიკა საოცარი რამეა
მუსიკა საოცარი რამეა,ადამიანმა ეს როდის და როგორ
შექმნა არავინ იცის, მაგრამ მისი შესაძლებლობის
ფარგლებს ნამდვილად სცილდება ეს ყველაფერი.
ზოგჯერ მგონია,ხოლმე,რომ ღმერთმა ადამიანის ტვინის
რომელიღაცა მიყრუებულ ადგილას ჩადო ის მოლეკულა,
რომელიც მელოდიას აღიქვამს და ქმნის.მელოდია
ბუნების შვილია.მელოდია სულიერია.ზოგჯერ როდესაც
სულიერი შიმშილი მაქვს,ხოლმე,ვხვდები,
რომ მუსიკა არის ის რაც მავსებს,რაც ადამიანობას და რწმენას მიბრუნებს
.მელოდია და ბუნება ერთ დღეს არიან დაბადებულები.
შემდეგ საუკუნეები დასჭირდა იმას,რომ ადამიანს ამ არა
ამქვეყნიური სიმდიდრისთვის მიეგნო.ეს ალბათ იმან განაპირობა,
რომ ადამიანს სიმღერა მანამდე შეეძლო ვიდრე მელოდიას შექმნიდა.
სიმღერა კი არაფერია სხვა თუ არა ბუნების ამოძახილი ადამიანის სულიდან.
ყოველთვის გამოჩნდება ისეთი მელოდია,რომელიც წვიმის
წვეთებივით შეეხება შენს სულს,სიბნელეს რომ გაანათებს სინათლე,
აი,ზუსტად ასე შეუძლია სულის განათება მელოდიას.არსებობს
ღვთიური მელოდიებიც,რომელსაც ვერავინ ახსნის თუ რა არის,
უბრალოდ თვალები უნდა დახუჭო და წარმოიდგინო,
რომ ყოვლისშემძლე ხარ-სიკეთის კეთებაში,ხატვაში,წერაში,სიმღერაში...
-ახლა რა მელოდიას მოუსმენდი საშუალება რომ გქონდეს?
-მელოდიას?
-დიახ,მელოდიას.
-გამაგიჟებ შენ!
-რატომ?
-შენს წინ ადამიანი თავის მოკვლას აპირებს,
ნებისმიერ წუთს შეიძლება დამთავრდეს მისი
სიცოცხლე და იმის მაგივრად რომ რამე იღონო და გააჩერო,
სულელური კითხვებით შემოიფარგლები.
-სიმღერა შეგიძლია?
-ღმერთო ჩემო,მე ხომ სმენა არ მაქვს.
-ახლა შეგიძლია სიმღერა?
-აი,ახლა კი მართლა ვიტყვი რომ გიჟი ხარ.
-მართალი ხარ,მე გიჟი ვარ! მე გიჟი ვარ იმიტომ,
რომ სხვანაირი ვარ,ემოციური და გულიანი ვარ.
მე გიჟი ვარ,იმიტომ,რომ ღამე შემიძლია ადამიანს
რომელიც თავს იკლავს ასანთი ვთხოვო,ვისაუბრო მასთან,
ჩემი სიგარეტი გემრიელად გავაბოლო.მე გიჯი ვარ იმიტომ,
რომ ღამე მიყვარს,ღამე ვწერ,ღამეს ვხატავ...
მაგრამ შენ ნორმალური გგონია თავი? შენც გიჟი ხარ...
მადლობა ასანთისათვის

კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო. კომენტარები მოწმდება!