ეს მკითხა ქარმა დარჩენილს მარტოდ
ეს მკითხა ქარმა დარჩენილს მარტოდ

ტირი? _ჰო,
ვტირი... _მერედა რატომ?_ეს მკითხა ქარმა
დარჩენილს მარტოდ. _გიყვარს?
_ჰო, მიყვარს... _რამ შეგაყვარა_ დამძახის ქარი,
მე უფრო მეტად მომაწვა
დარდი... ქარი კი ქროდა დღისით და ღამით,
და მეკითხება: _რად გიყვარს
მაინც? თუ მიგატოვა და გიღალატა ის
სიყვარულის რაღა ღირსია? _დამნაშავეა,
მაგრამ რა ვუყო, რომ ჩემი გული მხოლოდ მისია...
_პატარა ქალო ნუ გადამრიე
აღარ უყვარხარ ის ხომ სხვისია. _გაჩუმდი ქარო,
ნუ ვეყვარები, არ დავუჩოქებ
ნება მისია. მაგრამ სიყვარულს და წმინდა
გრძნობებს არავის ვაძლევ სესხად,
ნისიად.
ისტორიები g785904 3 0 05 თებ 2023, 0:53 AM
კომენტარები ჯერ არ არის, შეგიძლიათ გახდეთ პირველი!
კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო. კომენტარები მოწმდება!
Love » ისტორიები » ეს მკითხა ქარმა დარჩენილს მარტოდ

Old login form