ნეტავ ვიცოდე
ნეტავ ვიცოდე ჩემს სავალ გზაზე
წინ რომ მივდივარ უკან რა მრჩება?..
ჭეშმარიტება ნეტავ სად არის
მთელი ცხოვრება რომ მენატრება?
იქნებ ვტყუოდი როცა დავკარგე
ის ერთადერთი ვინც მენანება?
რამდენი იქნებ ტრიალებს ფიქრში
ფიქრში რომელიც კვლავ მემართლება..
ვის ან რას ვდარდობ ან რატომ ვხვდები
განთიადს მაშინ როცა ღამდება?
მზეს რატომ ვეძებ თავსხმა წვიმაში
როდესაც თვალში ცრემლი მაშრება..
პასუხი არ მაქვს არცერთ კითხვაზე
დრო კი ამ ფიქრში ისევ ჩქარდება
და მემატება თმაში ჭაღარა
ვგრძნობ ნაოჭებიც მალე გაჩნდება..
დრო დაკარგული მივყვები იმ გზას
ბედისწერა რომ ჩემი გახდება
უკან მრჩებიან მოგონებები და
მოლოდინი ღია კარებთან
რას მოველოდი? კაცის სიყვარულს
ისევ რომ მიყვარს და მედარდება
სითბოს ველოდი მის სურნელებას
და იმ ოცნებას რომ არ ახდება..
თავს ვეკითხები ნუთუ მიღირდა
ამ სიყვარულის გულით ტარება?
ალბათ მიღირდა რადგან ტკივილმა სხვისთვის....
მასწავლა გულის გაღება.
წინ რომ მივდივარ უკან რა მრჩება?..
ჭეშმარიტება ნეტავ სად არის
მთელი ცხოვრება რომ მენატრება?
იქნებ ვტყუოდი როცა დავკარგე
ის ერთადერთი ვინც მენანება?
რამდენი იქნებ ტრიალებს ფიქრში
ფიქრში რომელიც კვლავ მემართლება..
ვის ან რას ვდარდობ ან რატომ ვხვდები
განთიადს მაშინ როცა ღამდება?
მზეს რატომ ვეძებ თავსხმა წვიმაში
როდესაც თვალში ცრემლი მაშრება..
პასუხი არ მაქვს არცერთ კითხვაზე
დრო კი ამ ფიქრში ისევ ჩქარდება
და მემატება თმაში ჭაღარა
ვგრძნობ ნაოჭებიც მალე გაჩნდება..
დრო დაკარგული მივყვები იმ გზას
ბედისწერა რომ ჩემი გახდება
უკან მრჩებიან მოგონებები და
მოლოდინი ღია კარებთან
რას მოველოდი? კაცის სიყვარულს
ისევ რომ მიყვარს და მედარდება
სითბოს ველოდი მის სურნელებას
და იმ ოცნებას რომ არ ახდება..
თავს ვეკითხები ნუთუ მიღირდა
ამ სიყვარულის გულით ტარება?
ალბათ მიღირდა რადგან ტკივილმა სხვისთვის....
მასწავლა გულის გაღება.
კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო. კომენტარები მოწმდება!