შვილს
ნუ გეწყინება, შეიძლება ზოგჯერ მკაცრი ვარ.
გაძლევ შენიშვნებს, გამოცდილი თვალით გიყურებ.
მუდამ გახსოვდეს,ჩემზე მეტად არვის უყვარხარ
და სიკეთესაც ჩემზე უვრცესს ვერვინ გისურვებს!
გული არ დაგწყდეს, თუ ყოველთვის ვერ გეთანხმები,
რასაც ვაკეთებ მხოლოდ შენთვის, შენს სასიკეთოდ.
ყოველთვის მზად ვარ, შენს ზრუნვაში რომ დავიხარჯო
და შენს სავალზე სანთელივით რომ დავიღვენთო..
დედაზე მეტად რომ უყვარდე ვინმეს ტყვილია,
რაც მე ცხოვრების უღრან ტყეში გამომივლია...
მზეების გამო,რაც წვიმები გადავლილია,
ბედნიერების საფასური ზოგჯერ ძვირია.
ხან თუ ერთამენთს ვერ გავუგებთ, ნუ დაღონდები.
ენდე ცხოვრებით გამოწრთობილ დედის სიმტკიცეს
და ნურასოდეს მიენდობი დედაზე მეტად,
ვინც უანგარო სიყვარულის ძალას გიმტკიცებს.
მკაცრი ვარ ზოგჯერ, შეიძლება რაღაც გეწყინოს,
ახლა ვერ ხვდები, ეს სიმკაცრეც სიყვარულია.
ცხოვრების გზაზე ია-ვარდი მინდა გეფინოს,
მთავარი ამ გზით ღირსეული სიარულია!
და ვიცი ერთხელ, მადლობასაც მეტყვი ხმამაღლა,
ათიათასჯერ ნაცადია ეს გზა იცოდე.
ჩემთვის მადლობა , შენი კარგად ყოფნა იქნება,
როგორც დედის გულს უხაროდეს, ისე იცხოვრე!

კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო. კომენტარები მოწმდება!