მოხუცის დარიგება
მოხუცის დარიგება

პური ყველას აჭამე, შვილო, მაგრამ პურს
ყველასთან ნუ შეჭამ.

გაჭირვებულს ყველას დაეხმარე, მაგრამ
თავად გაჭირვებაში მყოფი, ყველასგან ნუ მიიღებ დახმარებას,
არაფერია იმაზე დიდი ტრაგედია, ვიდრე უღირსი
კაცის წინაშე ვალში ყოფნა...

თუკი ბეჩავს შეხვდები მუხლზე დაჩოქილს,
მასთან ერთად დაიჩოქე და ისე უშველე წამოდგომაში...

შენზე ძლიერის წინაშე კი არასოდეს გაბედო მუხლზე დადგომა...

გახსოვდეს, შვილო, სიტყვა "ადამიანი" ზოგჯერ
"ღვთის ხატის" მნიშვნელობით გამოიყენება და ზოგჯერ
"ცხოველის ხატისა"... კაცობა ის არის, ღვთის
ხატად შექმნილი კაცის სახელით რომ წახვალ ამქვეყნიდან...

ცოტა გქონდეს, მაგრამ ბევრისთვის იბრძოლე...
ბევრს რომ მიაღწევ, იმათ გაუნაწილე, ვისაც არაფერი აქვს,
შენთვის კი ისევ ცოტა დაიტოვე...

ჩვენ გვიჭირს ცუდ ადამიანებთან მეგობრობა და თავს
ვარიდებთ მათ... ჰოდა, ისე არასოდეს მოიქცე,
შვილო, რომ ღმერთს გაუჭირდეს შენთან მეგობრობა
ისტორიები g785904 3 0 05 თებ 2023, 0:30 AM
კომენტარები ჯერ არ არის, შეგიძლიათ გახდეთ პირველი!
კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო. კომენტარები მოწმდება!
Love » ისტორიები » მოხუცის დარიგება

Old login form