დედა
დედა

დედას შეუძლია სული დაგითმოს და,
მერე ბედნიერად გიყუროს.
გული ამოიღოს ხელით საგულედან,
ოღონდ კარგად მყოფი გიგულოს.

ერთს არ დაიკვნესებს, ერთს არ გაგრძნობინებს,
რაღაც დედებსაც რომ სტკივდებათ.
თქვენ ვერც წარმოიდგენთ,თბილი მოფერება,
დედებს რა სიმძაფრით სჭირდებათ.

დედას შეუძლია შეძლოს სასწაული,
მისი სიყვარული იზრდება.
უფრო დიდდება და უფრო იფურჩქნება,
სულის ყვავილებად იშლება.

დედის სიტყვა ალალ-მართალია,
ტყუილს არასოდეს გპირდება.
დედა გიერთგულებს სანამ იარსებებს,
სანამ ამქვეყანად იქნება.

მერე აგენთება შუქურ ვარსკვლავივით,
მუდამ შენს ბილიკზე იდგება.
დედის არსებობას დრო ხელს ვერ შეუშლის,
მუდამ დედა-შენი იქნება!

დედას შეუძლია ათ შვილს მოუაროს,
არცერთს არ მოაკლოს ალერსი.
ისე ჩაიხუტოს, ისე მოეთბილოს,
რომ არ დაეჩაგროს არცერთი.

დედის სიყვარული ზღვაა დაუშრობი,
ქვიშის სიმრავლეზე მეტია.
დედის არსებაში არის ღვთისმშობელი...
დედის დამლოცავი ღმერთია...

ქალი იმდენია დათვლა გაჭირდება,
მაგრამ დედა-შენი ერთია.
დედა ხომ უბრალოდ გულით უსასრულო,
ზოგჯერ ცრემლის მცირე წვეთია.

დედის გულში ზოგჯერ წუხილია,
რასაც არ ამბობს და არ ყვება...
დედის თვალებია, რომ არ დაგტოვებს და,
სადაც წახვალ თან რომ გაგყვება.
..........................................................
დედას შეუძლია სული დაგითმოს და,
მერე ბედნიერად გიყუროს.
გული ამოიღოს ხელით საგულედან,
ოღონდ კარგად მყოფი გიგულოს.
ლექსები g785904 2 0 05 თებ 2023, 0:06 AM
კომენტარები ჯერ არ არის, შეგიძლიათ გახდეთ პირველი!
კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო. კომენტარები მოწმდება!
Love » ლექსები » დედა

Old login form