სანამ დედ-მამა გვყავს
სანამ დედ-მამა გვყავს, ისევ "ბავშვობაა"...
გვჯერა ვარდისფერი ფერების...
გულში ჩასაკრობი, კოცნით ასავსები,
ჩვენზე მოამაგე ხელების...
წლები შეპარული-თმებზე დათოვლილა,
დროსთან მეომარი ქედების...
-მეტად მიყვარხართ და მეტად მედარდებით,
რაც დრო გვეპარება-თეთრდებით...
როცა მათ თვალებში სხივი აინთება,
გულში ბნელი ღამეც ნათდება.
-ისევ ბავშვი ვარ და ისევ ნებიერა,
თქვენი სიყვარულის "თავნება"...
სანამ დედის ლოცვა გზებზე გამომყვება...
მამის მხრებს ავდრებში ვეყრდნობი...
მთელი დედამიწა მზეა, რამოდენა...
ნათლის სხივებმფენი ფერდობით...
სანამ მეგულებით, ჩემი დიდი ფრთებით,
ისევ შემიძლია ვიფრინო...
ჩემი დათოვლილი მშობლის სახეებზე,
მუდამ იყვავილე ღიმილო!..
მუდამ მზე უთრთოდეთ თბილი თვალებიდან,
ლოცვით მიმზეგრძელე მარადჟამს...
ღმერთო, ბედნიერი წლებით დამიბერე-
მათ მზეს დავუდგები დარაჯად!..
..................................................
სანამ დედ-მამა გვყავს,ისევ "ბავშვობაა"...
გვჯერა ვარდისფერი ფერების...
გულში ჩასაკრობი, კოცნით ასავსები,
ჩვენზე მოამაგე ხელების..
გვჯერა ვარდისფერი ფერების...
გულში ჩასაკრობი, კოცნით ასავსები,
ჩვენზე მოამაგე ხელების...
წლები შეპარული-თმებზე დათოვლილა,
დროსთან მეომარი ქედების...
-მეტად მიყვარხართ და მეტად მედარდებით,
რაც დრო გვეპარება-თეთრდებით...
როცა მათ თვალებში სხივი აინთება,
გულში ბნელი ღამეც ნათდება.
-ისევ ბავშვი ვარ და ისევ ნებიერა,
თქვენი სიყვარულის "თავნება"...
სანამ დედის ლოცვა გზებზე გამომყვება...
მამის მხრებს ავდრებში ვეყრდნობი...
მთელი დედამიწა მზეა, რამოდენა...
ნათლის სხივებმფენი ფერდობით...
სანამ მეგულებით, ჩემი დიდი ფრთებით,
ისევ შემიძლია ვიფრინო...
ჩემი დათოვლილი მშობლის სახეებზე,
მუდამ იყვავილე ღიმილო!..
მუდამ მზე უთრთოდეთ თბილი თვალებიდან,
ლოცვით მიმზეგრძელე მარადჟამს...
ღმერთო, ბედნიერი წლებით დამიბერე-
მათ მზეს დავუდგები დარაჯად!..
..................................................
სანამ დედ-მამა გვყავს,ისევ "ბავშვობაა"...
გვჯერა ვარდისფერი ფერების...
გულში ჩასაკრობი, კოცნით ასავსები,
ჩვენზე მოამაგე ხელების..
კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო. კომენტარები მოწმდება!