ჩემი გაბრაზება ადვილია
ჩემი გაბრაზება ადვილია,გულის მობრუნებაც ადვილი!..
ჩემი გახარებაც ადვილია,როცა მცდელობაა ნამდვილი!
ჩემი აცრემლება მარტივია,რადგან ქალი ვარ და მარტივით...
მაგრამ,გული მწარედ თუ დამწყდება,ნდობის იკარგება ადგილი...
ჩემთვის თავგანწირვა ადვილია-ათას ეკალ-ბარდში გავივლი!
გულის ამოღებაც ადვილია-მუჭში მარცვალ-მარცვალ ჩაგითვლი...
ჩემთვის სულის ტკენა ადვილია-რადგან უნდობლობა არვიცი...
თუკი მეწყინება,მეტკინება-მაგრამ,წასვლას აღარ დაგიშლი...
ჩემი მიტოვებაც ადვილია-რადგან,არ ვეძახი არავის!..
ვისაც ჩემთან უნდა,არსად წავა-დევნა არ მჩვევია ქარავნის...
ჩემი მოტყუება გაჭირდება,რადგან არ ვტყუვდები არაფრით.
თუ სხვას დახმარება დაჭირდება,როგორ შემაშინებს ქარაფი?!
მაგრამ,ვერ ვჩერდები სადაც ტყუილია,სადაც მტრობაა და ღალატი!
სადაც ნდობა ურცხვად ითელება,როგორც ფარატინა ქაღალდი...
სულის დათმობაც კი შემიძლია,რწმენა ერთგულების გარანტი...
ოღონდ მჯეროდეს და ოღონდ ვენდობოდე!არ მსურს ბრილიანტის კარატი

კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო. კომენტარები მოწმდება!