ვინ თქვა
ვინ თქვა,რომ სიყვარულს არ უნდა ძახილი.
ვინ თქვა, რომ სიყვარულს არ უნდა მტკიცება!?
ანდა ვინ გაზომა თითებით მანძილი -
შეშლილი გულების თავგადავიწყება.
ვინ თქვა, სიყვარული ბრმა არის, დამუნჯდა!?
(გრძნობა რა გრძნობაა თუ არ აქვს გრიგალი).
ვხედავ და მჭირდები! ვამბობ და მიყვარხარ!
არ ვარ არც მუნჯი და ხომ უკვე გითხარი -
რომ წლები მირბიან დროის მკვირცხლ რაშებით,
მე დავგმე სიმუნჯე და შენი ჯერია!
მიყვარხარ !
როგორ ხარ?
საით ხარ?
რას შვრები?
ამდენი ლექსებიც ძალიან ბევრია....
გრძნობები თუ ვნებებს თვალებში ამუნჯებს,
და თუ სიყვარულის გავიდა ეპოქა,
ბოლოჯერ გეტყვი ,რომ ძალიან მიყვარხარ!
მიყვარხარ! მიყვარხარ! მორჩა და დამთავრდა!

კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო. კომენტარები მოწმდება!