ხომ შეიძლება გულით გიყვარდეს
ხომ შეიძლება გულით გიყვარდეს...
მაგრამ არასდროს არ გახდეს შენი"
ხომ შეიძლება სხვა იცინოდეს,
შენ კი არადა არ გაგეცინოს,
ხომ შეიძლება დაგღალოს დღემ და
ლოგინზე მაინც არ დაგეძინოს.
ხომ შეიძლება გარდასულ დროთა,
გარდასულ დღეთა სხივზეც იღელვო,
სულ ერთი ჭიქა დალიო მაგრამ
დათვრე და დარდი ამოიმღერო?
ხომ შეიძლება გზა ვერ გაიგნო,
წყალში ჩადგე და მაინც იწვოდე,
ხომ შეიძლება მრუდედ ჩათვალონ
შენი ცხოვრების ყველა სისწორე?
თქმულს მკითხველები ვეღარ მიგიხვდნენ,
ცამდის მართალმა ვერ იმართალო,
სიბრძნის კოშკამდე ისე ახვიდე,
რომ უმეცარმან გიჟად ჩაგთვალონ.
ხომ შეიძლება ლოცვას ისმენდე
და გულმა უფრო წყევლად ისურვოს,
ხომ შეიძლება ძულდე ვინმეს და
შენ ის ვერაფრით ვერ შეიძულო?
ხომ შეიძლება მთვარეს უცქირო,
სულში მზესავით ბრწყინავდეს ნისლი,
ხომ შეიძლება გიყვარდეს ვინმე,
მაგრამ არასდროს არ იყო მისი.
ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს
და ენძელებიც იქცნენ იებად,
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ...
ეს ყველაფერი,ხომ შეიძლება?
მაგრამ არასდროს არ გახდეს შენი"
ხომ შეიძლება სხვა იცინოდეს,
შენ კი არადა არ გაგეცინოს,
ხომ შეიძლება დაგღალოს დღემ და
ლოგინზე მაინც არ დაგეძინოს.
ხომ შეიძლება გარდასულ დროთა,
გარდასულ დღეთა სხივზეც იღელვო,
სულ ერთი ჭიქა დალიო მაგრამ
დათვრე და დარდი ამოიმღერო?
ხომ შეიძლება გზა ვერ გაიგნო,
წყალში ჩადგე და მაინც იწვოდე,
ხომ შეიძლება მრუდედ ჩათვალონ
შენი ცხოვრების ყველა სისწორე?
თქმულს მკითხველები ვეღარ მიგიხვდნენ,
ცამდის მართალმა ვერ იმართალო,
სიბრძნის კოშკამდე ისე ახვიდე,
რომ უმეცარმან გიჟად ჩაგთვალონ.
ხომ შეიძლება ლოცვას ისმენდე
და გულმა უფრო წყევლად ისურვოს,
ხომ შეიძლება ძულდე ვინმეს და
შენ ის ვერაფრით ვერ შეიძულო?
ხომ შეიძლება მთვარეს უცქირო,
სულში მზესავით ბრწყინავდეს ნისლი,
ხომ შეიძლება გიყვარდეს ვინმე,
მაგრამ არასდროს არ იყო მისი.
ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს
და ენძელებიც იქცნენ იებად,
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ...
ეს ყველაფერი,ხომ შეიძლება?
კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო. კომენტარები მოწმდება!