ისე მომენატრე
ისე მომენატრე

ისე მომენატრე,
ისე გაგიჟებით,
რომ გულს დაემართა ვნების არითმია.
შენგან ნაფერები,
წვანან კლავიშები,
ჟღერენ შავ-თეთრ ფერში,
რიტმებს განიცდიან.

და ეს ნაბიჯებიც,
ჩუმი გარინდებით,
ჩვენ შორის სიშორის ტოლი მანძილია.
ვცვდებით,
არ ვიცვლებით,
როგორც ქარიშხლები,
ქვიშის
საათებიც თავქვე გაგვირბიან.

ისე მომენატრე,
ისე გაგიჟებით,
სულში უფერული წვიმის აპრილია.
ისევ დამეფანტნენ,
ვეღარ გავიხსენე
წლები,
უშენობით რაც კი გამივლია.

ისე მომენატრე,
ისე გაგიჟებით,
ახლა მარტოობა უფრო ადვილია...
ლექსები g785904 2 0 27 იანვ 2023, 0:50 AM
კომენტარები ჯერ არ არის, შეგიძლიათ გახდეთ პირველი!
კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო. კომენტარები მოწმდება!
Love » ლექსები » ისე მომენატრე

Old login form