თუ გიყვარს, რას უცდი შეჰკარი კამარა
თუ გიყვარს, რას უცდი შეჰკარი კამარა,
სიგიჟე გეწვია, ახარე სამყაროს.
მთის წვერზე შემოდექ, იყვირე, აბა რა!
რომ თავად განგებამ წყალობით გახაროს.
უყვარხარ? მეცხრე ცას შეეხე ხელებით,
წამი, რომ წამია, სიცოცხლედ გაწელე,
მინდვრები მოხატე შეშლილი ფერებით,
მზის სხივით ზეცაზე "მიყვარხარ" დაწერე.
თუ გიყვარს ტაძართან უბრად ნუ ჩაივლი,
მადლობდე, მუხლებზე დაუდექ ზეციერს,
ცრემლიან სავალსაც იოლად გაივლი
და ყოველ ალიონს ღიმილით ეწვიე.
გახსოვდეს, სიყვარულს სჭირდება იმედი,
იმ გზებით იარე, ტაძარში რომ მიყავს,
სითბო და ღიმილი არ კმარა მცირედი,
სამყაროს გაათბობ, ნამდვილად თუ გიყვარს.
თუ სატრფოს თვალებში მთელი ცა ეტევა,
და შენზე ჭორაობს ნუში და მზეწვია,
თუ მკერდში პატარა გული არ გეტევა,
მეცხრე ცას შეეხე სიგიჟე გეწვია.
სიგიჟე გეწვია, ახარე სამყაროს.
მთის წვერზე შემოდექ, იყვირე, აბა რა!
რომ თავად განგებამ წყალობით გახაროს.
უყვარხარ? მეცხრე ცას შეეხე ხელებით,
წამი, რომ წამია, სიცოცხლედ გაწელე,
მინდვრები მოხატე შეშლილი ფერებით,
მზის სხივით ზეცაზე "მიყვარხარ" დაწერე.
თუ გიყვარს ტაძართან უბრად ნუ ჩაივლი,
მადლობდე, მუხლებზე დაუდექ ზეციერს,
ცრემლიან სავალსაც იოლად გაივლი
და ყოველ ალიონს ღიმილით ეწვიე.
გახსოვდეს, სიყვარულს სჭირდება იმედი,
იმ გზებით იარე, ტაძარში რომ მიყავს,
სითბო და ღიმილი არ კმარა მცირედი,
სამყაროს გაათბობ, ნამდვილად თუ გიყვარს.
თუ სატრფოს თვალებში მთელი ცა ეტევა,
და შენზე ჭორაობს ნუში და მზეწვია,
თუ მკერდში პატარა გული არ გეტევა,
მეცხრე ცას შეეხე სიგიჟე გეწვია.
კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო. კომენტარები მოწმდება!