ათასი ჭაღარა რომ გაგიჩნდეს
ათასი ჭაღარა რომ გაგიჩნდეს, სულ რომ გათეთრდე შეფარებით.
მე მაინც, ათასჯერ დაგიფიცებ!.. მე მაინც, ათასგზის მეყვარები!..
მთელი სამყარო რომ ჩამოიქცეს, შენს გამო ამინდებს ვედავები.
შენ მუდამ ჩემს გულში იარსებებ, მე ისევ იმ განცდით მეყვარები!
წლებმა რომ თავისი გაიტანონ, დროსთან ხომ ვერაფერს ვერ გავხდებით.
ათასი წელიც რომ მოგვემატოს, ვიცი, რომ მხოლოდ შენ მეყვარები! რა იცი,
რა წამი ჩამოგვიდგეს, ცრემლის იქნება, თუ ნეტარების...
წყენის იქნება, თუ გაღიმების- ყოველთვის, ყოველწამს მეყვარები!..
თმებზე სიჭაბუკე გადაფრენილს, კიდევ, ასი წელი რომ ჩაივლის...
გეტყვი, იმ განცდებით მიყვარხარ-თქო,
ბოლო სუნთქვამდე რომ არ გაივლის

კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო. კომენტარები მოწმდება!