მენატრები.
მენატრები.

მენატრები...
============
თუმცა ხშირად მიყვარს შენი გაბრაზება,
მიყვარს შენი ეგ ბუტია სახე,
წუხელ ღამით სიზმარში რომ დამესიზმრე,
იქაც ასე გაბუტული გნახე.

მენატრები, რა ვუწოდო ასეთ ნატვრას,
სიგიჟე თუ გატაცება ქალის,
შენს სიყვარულს მე არავის არ დავუთმობ,
არც არასდროს არავისში გაგცვლი.

მთვარის შუქზე, ვარსკვლავებით სავსე ცაზე,
შევყურებ და შენზე ფიქრი მავსებს,
იმ ერთ ვარსკვლავს, ცას რომ სწყდება უცაბედად,
დავეძებ და გულს სიამით ვავსებ.

ჩაიფიქრე რაც გინდაო, აგიხდება,
როცა ხედავ ცას მოწყვეტილ ვარსკვლავს.
მხოლოდ შენთან ჩახუტებას ვინატრებდი,
ბედისწერავ, ნუ ამირევ გზა-კვალს.

ნურასოდეს ნუ დამტოვებ კლდის ნაპირას,
არ შემეხო დანის წვერით გულში,
მხოლოდ ერთი ამოსუნთქვა მაგრძნობინე,
რომ ჟანგბადად ჩამეღვარო სულში.
ლექსები g785904 2 0 05 თებ 2023, 1:05 AM
კომენტარები ჯერ არ არის, შეგიძლიათ გახდეთ პირველი!
კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო. კომენტარები მოწმდება!
Love » ლექსები » მენატრები.

Old login form